ბუფონმა იტალიის ნაკრებში დაბრუნების მიზეზები დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუფონმა იტალიის ნაკრებში დაბრუნების მიზეზები დაასახელა


ბუფონმა იტალიის ნაკრებში დაბრუნების მიზეზები დაასახელა

"იუვენტუსის" მეკარემ, ჯანლუიჯი ბუფონმა აღნიშნა, რომ მცველ დავიდე ასტორის გარდაცვალება ერთ-ერთი მიზეზია იმისა, რის გამოც იტალიის ნაკრებში დაბრუნებას დათანხმდა.

გარდა ამისა, ტურინელთა კარის დარაჯი ამატებს, რომ ეროვნულ გუნდში ყოველთვის ერთიანობის ელემენტი იყო.

"პასუხისმგებლობის დიდი გრძნობა მაქვს. ეს საკმარისია ნაკრებში ჩემი დაბრუნების ასახსნელად", - ციტირებს ბუფონის სიტყვებს Calciomercato.

"ეროვნულ გუნდში ყოველთვის ერთიანობის ელემენტი ვიყავი და მინდა, რომ ჩემი როლი კვლავ ასეთი იყოს".

"ასტორი - კიდევ ერთი მიზეზი ჩემი აქ ყოფნის და იმისა, თუ რატომ მოვინდომე ნაკრებში მოსვლა, რატომ დავთანხმდი გამოძახებას", - დასძინა ჯიჯიმ.

შეგახსენებთ, "ფიორენტინას" კაპიტანი, ასტორი 31 წლის ასაკში გარდაიცვალა, დავიდეს ძილში გული გაუჩერდა.

40 წლის ბუფონი "სკუადრა აძურაში" არგენტინასთან (23 მარტი) და ინგლისთან (27 მარტი) გასამართი ამხანაგური შეხვედრებისთვის გამოიძახეს.

მოგეხსენებათ, აქამდე, ჯიჯის სანაკრებო კარიერა დასრულებული ჰქონდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები