კუტრონე: "თავიდან იტალიის ნაკრებში გამოძახება ვერ დავიჯერე" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კუტრონე: "თავიდან იტალიის ნაკრებში გამოძახება ვერ დავიჯერე"


კუტრონე:

"მილანის" თავდამსხმელმა, პატრიკ კუტრონემ აღნიშნა, რომ სერია ა-ს 29-ე ტურში "კიევოს" (3:2) დამარცხება მნიშვნელოვანი იყო.

გარდა ამისა, ფორვარდმა ისიც თქვა, რომ თავიდან იტალიის ნაკრებში გამოძახება ვერ დაიჯერა.

"ძალიან მნიშვნელოვანი იყო გამარჯვება და კარგია, რომ ჩემი გოლი გუნდს ამაში დაეხმარა", - ციტირებს კუტრონეს სიტყვებს Milan TV.

"ახლა ამ გზას უნდა გავუყვეთ. მნიშნელოვანნი თამაში იყო, სამი ქულა გვჭირდებოდა".

"იტალიის ნაკრებში გამოძახება? ეს ძალიან საინტერესო იქნება. არ ველოდი, 21-წლამდელთა გუნდში ვთამაშობდი, მაგრამ თავიდან ვერ დავიჯერე, როცა პირველ გუნდში გამომიძახეს", - დასძინა პატრიკმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები