გატუზომ კალინიჩი დასაჯა: "ვინც არ ვარჯიშობს, სახლში რჩება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გატუზომ კალინიჩი დასაჯა: "ვინც არ ვარჯიშობს, სახლში რჩება"


გატუზომ კალინიჩი დასაჯა:

"მილანის" მთავარმა მწვრთნელმა, ჯენარო გატუზომ, "კიევოსთან" თამაშში ნიკოლა კალინიჩის არყოფნა განმარტა და აღნიშნა, რომ იგი თავად დასაჯა.

"ხვალ ახალი დღე იწყება, ამიტომ არანაირი წყენის შენახვა არ არის საჭირო და სასარგებლო.

ჩემს განკარგულებაში 25 ფეხბურთელია და წესები ყველაზე ერთნაირად მოქმედებს - ორსაათიანი ვარჯიშის განმავლობაში ბოლომდე უნდა დაიხარჯო. მინდა, რომ მოედანზე ჩემი გუნდის შესრულებით პროფესიონალიზმი და თავდადება ვიხილო.

ის, ვინც არ ვარჯიშობს - სახლში რჩება!", - განაცხადა რინო გატუზომ.

გატუზომ იტალიის ჩემპიონატის ბოლო თამაშში "კიევოსთან" (3:2) 30 წლის ხორვატი ფორვარდი მოულოდნელად განაცხადს მიღმა დატოვა.

ნიკოლა "როსონერის" გასული წლის ზაფხულში შეუერთდა და სერია ა-ს მიმდინარე სეზონში 21 თამაშში 4 გოლი გაიტანა, 5 ასისტი გააკეთა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები