რომას დირექტორი: "ჯეკოს დარჩენა გადამწყვეტია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომას დირექტორი: "ჯეკოს დარჩენა გადამწყვეტია"


რომას დირექტორი:

"რომას" გენერალურმა დირექტორმა, უმბერტო ჯანინიმ, ედინ ჯეკოს კლუბში დარჩენა შეაფასა.

"მისი დარჩენა ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ამის შესაძლებლობა იყო, მაგრამ საბედნიეროდ, ყველაფერმა ჩაიარა და ის შევინარჩუნეთ.

ედინ ჯეკო ჩვენთვის, თუნდაც გატანილი გოლების გარეშე, ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშეა, ამიტომ მისმა გადაწყვეტილებამ ძალიან გაგვახარა.

ჯეკოს დარჩენა "რომასთვის" გადამწყვეტია და მჯერა, რომ სეზონისათვის დასახულ მიზნებს მივაღწევთ", - აღნიშნა ჯანინიმ.

32 წლის ბოსნიელი ფორვარდის გადაბირებას იანვარში ლონდონის "ჩელსი" ცდილობდა, მაგრამ ჯეკომ საბოლოოდ რომში დარჩენა ამჯობინა.
ასევე იხილეთ თემაზე:
რომა ედინ ჯეკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები