ვერატი: "ვენტურა ზედმეტად ტაქტიკოსი იყო" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვერატი: "ვენტურა ზედმეტად ტაქტიკოსი იყო"


ვერატი:

იტალიის ეროვნული ნაკრების ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, "სკუადრა აძურას" კრახი გაიხსენა და ნაკრების ყოფილი თავკაცი გააკრიტიკა.

"ჭრილობა ჯერ კიდევ გახსნილია და მსოფლიო ჩემპიონატის ტელევიზორით ყურება ძალიან მტკივნეული იქნება.

ეს სრული კრახი იყო. იმ ფაქტს, რომ ჯგუფში ესპანეთის ნაკრებმა გვაჯობა, ჩვენს თავდაჯერებულობაზე გავლენა არ უნდა მოეხდინა.

ვენტურა? მას ზედმეტად ტაქტიკური ხედვა ჰქონდა. შესაძლოა, ეს მეთოდი კლუბში ამართლებს, მაგრამ რამდენიმე დღეში ტაქტიკური დავალებების შესრულება საკმაოდ რთულია", - განაცხადა ვერატიმ.

იტალიელები 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატს 1958 წლის შემდეგ პირველად გამოტოვებენ. მუნდიალზე ვერ მოხვედრის შემდეგ ჯამპიერო ვენტურამ მთავარი მწვრთნელის პოსტი დაკარგა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები