პოგბამ პაულო დიბალა შეაქო » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პოგბამ პაულო დიბალა შეაქო


პოგბამ პაულო დიბალა შეაქო

"მანჩესტერ იუნაიტედის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ, ყოფილი თანაგუნდელი პაულო დიბალა შეაქო.

"პაულო უბრალოდ არანორმალურია. ის ძალიან კარგი მოთამაშეა, მსოფლიო დონის ფეხბურთელია, რომელიც დროთა განმავლობაში მხოლოდ უკეთესი გახდება.

დიბალა საკმაოდ კარგი ადამიანი და მეგობარია, რომელიც ძალიან მიყვარს", - აღნიშნა პოლმა.

25 წლის ფრანგმა "ბებერი ქალბატონის" ათიანთან ერთად 2015/16 წლების სეზონში იასპარეზა და მას შემდეგ "მანჩესტერ იუნაიტედში" დაბრუნდა.

დიბალა მიმდინარე სეზონში შესანიშნავად გამოიყურება - 24 წლის არგენტინელმა 35 თამაშში 21 გოლი გაიტანა და 5 ასისტი გააკეთა.
ასევე იხილეთ თემაზე:
იუვენტუსი პოლ პოგბა პაულო დიბალა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები