ალისონი: "ვგრძნობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი თითქოს ახლა იწყება" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ალისონი: "ვგრძნობ, რომ მსოფლიო ჩემპიონატი თითქოს ახლა იწყება"


ალისონი:

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების გოლკიპერმა, ალისონ ბეკერმა, მსოფლიო ჩემპიონატისათვის მოსამზადებელი ეტაპის საწყისი პერიოდი შეაფასა.

"ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ მსოფლიო ჩემპიონატი ოფიციალურად თითქოს ახლა იწყება. ჩვენ მოგვეცა საშუალება, რომ ჩამოვიდეთ ქალაქში, სადაც ვითამაშებთ და შევიგრძნოთ ატმოსფერო, რომელსაც ტურნირის მასპინძლები შექმნიან.

მნიშვნელოვანია ტიტეს დავუმტკიცოთ, რომ კლუბებში კარგად ვიმუშავეთ და მსოფლიო ჩემპიონატისათვის მზად ვართ", - განაცხადა "რომას" კარის დარაჯმა.

25 წლის ალისონმა მიმდინარე სეზონში ნაჩვენებელი შესანიშნავი ფეხბურთის წყალობით "სელესაოს" ძირითადი მეკარის სტატუსი მოიპოვა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბრაზილიის ნაკრები ალისონი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები