ვერატი: "მესი მსაჯს ხელებს უშლის, მაგრამ მას არავინ სჯის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვერატი: "მესი მსაჯს ხელებს უშლის, მაგრამ მას არავინ სჯის"


ვერატი:

"პარი სენ ჟერმენის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ, მადრიდის "რეალთან" შეხვედრაში მიღებული წითელი ბარათი გაიხსენა და ლეო მესის ეპიზოდთან გაავლო პარალელი.

"დიახ, მე არასწორად მოვიქეცი, მაგრამ მოედნიდან იმედგაცრუების გამოვლენის გამო გამაძევეს და ვფიქრობ, ზოგჯერ მსაჯებს უფრო მეტი მოთმინება მართებთ.

მე შეურაცხყოფა არავისთვის მიმიყენებია, როდესაც ლიონელ მესი მსაჯს მის თვალწინ ხელებს უშლის, მაგრამ მას არავინ სჯის", - დაიწუწუნა იტალიელმა საყრდენმა.

ჩემპიონთა ლიგის საპასუხო მერვედფინალურ თამაშში (1:2) ვერატიმ მსაჯთან კონფლიქტის გამო მეორე გაფრთხილება მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.

ვერატი: "მესი მსაჯს ხელებს უშლის, მაგრამ მას არავინ სჯის"

ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთ მერვედფინალურ თამაშში, "ბარსელონასა" და "ჩელსის" (3:0), შორის მსგავსი ეპიზოდი დაფიქსირდა, მაგრამ მესისთის ყვითელი ბარათი არ უჩვენებიათ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები