ჰუმელსი: "ლაიფციგთან წაგება ტრაგედია არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჰუმელსი: "ლაიფციგთან წაგება ტრაგედია არ არის"


ჰუმელსი:

მიუნხენის "ბიერნის" ცენტრალურმა მცველმა, მატს ჰუმელსმა, 2018 წელს განცდილი პირველი მარცხი შეაფასა და აღნიშნა, რომ ეს ტრაგედია სულაც არ არის.

"ლაიფციგი" უდავოდ მაღალ დონეზე თამაშობდა და უკეთესი გუნდი იყო. ვფიქრობ, ისინი წინ გასვლას ჯერ კიდევ პირველ ტაიმში იმსახურებდნენ.

ეს მარცხი ნამდვილად არ არის ტრაგედია, მაგრამ მაინც გვაღელვებს, ვინაიდან წაგებას ვიმსახურებდით", - განაცხადა 29 წლის გერმანელმა, რომელმაც გუშინ საკმაოდ სუსტად იასპარეზა.

"რეკორდმაისტერი" გერმანიის ბუნდესლიგის 27-ე ტურში ლაიფციგში 1:2 დამარცხდა და 18 მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყვიტა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი მატს ჰუმელსი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები