არსენალი, მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი ბენფიკას 18 წლის ნახევარმცველით ინტერესდებიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

არსენალი, მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი ბენფიკას 18 წლის ნახევარმცველით ინტერესდებიან


არსენალი, მანჩესტერ სიტი და მანჩესტერ იუნაიტედი ბენფიკას 18 წლის ნახევარმცველით ინტერესდებიან

"ბენფიკას" შემტევი ნახევარმცველი, ჟოაოუ ფელიქსი რამდენიმე ევროპული კლუბის ინტერესთა სფეროში მოექცა, იუწყება O Jogo.

18 წლის პორტუგალიელი ამ ეტაპზე ლისაბონური კლუბის მეორე გუნდში ირიცხება და გუნდის მეორე ბომბარდირია 6 გატანილი გოლით.

ფელიქსისადმი "მანჩესტერ სიტის", "მანჩესტერ იუნაიტედის", "არსენალის", "მონაკოს", "ზალცბურგის", "გლადბახისა" და "ჰამბურგის" ინტერესზე იწერება.

ცნობისთვის, ახალგაზრდა ფეხბურთელის გამოსასყიდი თანხა 60 მლნ ევროს შეადგენს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები