ლაიფციგში ბაიერნის დამარცხებით ძალიან კმაყოფილები არიან » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ლაიფციგში ბაიერნის დამარცხებით ძალიან კმაყოფილები არიან


ლაიფციგში ბაიერნის დამარცხებით ძალიან კმაყოფილები არიან

"ლაიფციგის" სპორტული დირექტორი, რალფ რანგნიკი, მიუნხენის "ბაიერნთან" მოპოვებული გამარჯვებით ძალიან კმაყოფილი დარჩა.

"საწყისი 10 წუთის გარდა მთელი მატჩის განმავლობაში ყველა ასპექტში ვდომინირებდით. ერთადერთი, რამ რაც უკეთესად უნდა გაგვეკეთებინა - გოლების გატანა გახლდათ.

საერთო ჯამში გუნდმა დიდებული შთაბეჭდილება დატოვა და ფიზიკურადაც შესანიშნავად გამოიყურებოდა", - განაცხადა გამოცდილმა გერმანელმა სპეციალისტმა.

"რეკორდმაისტერის" 18 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია რალფ ჰაზენჰიუტლის გუნდმა შეწყვიტა და ბუნდესლიგის 27-ე ტურში მიუნხენური კლუბი შინ 2:1 დაამარცხა.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბაიერნი ლაიფციგი რალფ რანგნიკი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები