მეივეზერი: "ნიუკასლის ყიდვას ვაპირებ, სადაც რონალდუს გადავიყვან" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

მეივეზერი: "ნიუკასლის ყიდვას ვაპირებ, სადაც რონალდუს გადავიყვან"


მეივეზერი:

ყოფილმა მოკრივემ ფლოიდ მეივეზერმა განაცხადა, რომ ის ინგლისის პრემიერ ლიგის კლუბის შეძენას გეგმავს.

როგორც იცით, "ნიუკასლი" უკვე წლებია კრიზისშია და არ არის გამორიცხული, მფლობელებმა კლუბი განვითარების პერსპექტივით ამერიკელს დაუთმონ.

"ფინანასები ჩადო საქმეში, იმის გამო, რომ გული მიგიწევს, ეს ყველაზე მარტივი გზაა ფულის დასაკარგად.

თუმცა თუ ვინმე კარგ ბიზნეს გეგმას გთავაზობს და გეუბნება, რომ ამ საქმით წარმატების მიღწევა შეიძლება, მაშინ ღირს.

მართალია, ფეხბურთი ჩემი სპორტი არასდროს არ იყო, თუმცა კავშირები ყველგან მაქვს.

კრიშტიანუ რონალდუ დიდი ხანი იყო ჩემი ფანი და მეგობარი. მე მაქვს იმის შესაძლებლობა, "ნიუკასლის" ყიდვის შემთხვევაში, კრიშტიანუს სწორედ ამ კლუბში დავასრულებინო კარიერა", - განაცხადა მეივეზერმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები