რონალდინიო: "მესის და რონალდუს ბრძოლა ფეხბურთისთვის კარგია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდინიო: "მესის და რონალდუს ბრძოლა ფეხბურთისთვის კარგია"


რონალდინიო:

ვეტერანი ბრაზილიელი ფეხბურთელის, რონალდინიოს თქმით, მესისა და რონალდუს აქტიური შედარება ფეხბურთისთვის კარგია.

"ეს არის ჯანსაღ​ი ბრძოლა საუკეთესოობისთვის, ორ გამორ​ჩეულ მოთამაშეს შორის. მესისა და რონალდუს დაპირისპირებები ფეხბურთისთვის კარგია. კარგია, როცა ისინი ოქროს ბურთის მოსაპოვებლად ებრძვიან ერთმანეთს.

სწორედ ამიტომ არის ფეხბურთი ლამაზი და საინტერესო სპორტი და ამიტომ უყვარს ის უამრავ გულშემატკივარს", - აცხადებს რონალდინიო.

მოგეხსენებათ, რონალდუსა და მესისას 5-5 ოქროს ბურთი აქვთ მოგებული. 2017 წლის საუკეთესო ფეხბურთელი კრიშტიანო რონალდუ გახდა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები