კრისტენსენმა მისთვის სამაგალითო ფეხბურთელი დაასახელა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

კრისტენსენმა მისთვის სამაგალითო ფეხბურთელი დაასახელა


კრისტენსენმა მისთვის სამაგალითო ფეხბურთელი დაასახელა

ლონდონის "ჩელსის" დანიელმა მცველმა ანდრეას კრისტენსენმა თავისთვის სამაგალითო ფეხბურთელი დაასახელა.

"ჯონ ტერის ხშირად ვესაუბრები ხოლმე და ბევრ რჩევას ვისმენ. ის ჩელსის ლეგენდა და ჩემთვის სამაგალითო ფეხბურთელია.

ტერი მეუბნება ხოლმე, რომ თუ შეცდომას დავუშვებ, ეს ნორმალურია და სწორედ აქედან უნდა ვისწავლო და განვვითარდე", - აცხადებს კრისტენსენი.

მოგეხსენებათ, "ბარსელონასთან" მატჩის შემდეგ, კრისტენსეზე დიდი კრიტიკა წამოვიდა. გულშემატკივართა აზრით, გაშვებული გოლი მის შეცდომას მოჰყვა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები