იგუაინი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას გამოეხმაურა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იგუაინი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას გამოეხმაურა


იგუაინი ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებას გამოეხმაურა

ტურინის "იუვენტუსის" ცენტრალური თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი, არგენტინის ეროვნულ ნაკრებში დაბრუნებით ძალიან გახარებულია.

"იმედი მაქვს, ამ შანსიდან მაქსიმუმს მივიღებ. ძალიან მიხარია, რომ ეროვნულ ნაკრებში გამომიძახეს. ეროვნული გუნდის ბანაკში 6 თვის შემდეგ პირველად მოვხვდი, ამიტომ ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

მე საკმაოდ ბევრი ვიმუშავე და იმედი მაქვს, მთავარ მწვრთნელს დავარწმუნებ, რომ 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშის ღირსი ვარ.

ჩემი სამუშაო ფეხბურთის თამაშია. აქ იმისათვის არ ვარ, რომ მხოლოდ ვისაუბრო. ყველა კრიტიკოსს აქედან მოვიკითხავ. იმედი მაქვს, ისინი ბედნიერები არიან, ვინაიდან მე ახლა ძალიან ბედნიერი ვარ", - განაცხადა "პიპიტამ".

"ალბისელესტე" მარტის ბოლოს ორ ამხანაგურ თამაშს ჩაატარებს და ხორხე სამპაოლიმ იგუაინი ეროვნულ ნაკრებში 2017 წლის სექტემბრის შემდეგ პირველად გამოიძახა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები