"მათ მირჩიეს ბარსელონაში გადასვლა", - ვის ესაუბრა მელო ტრანსფერის განხორციელებამდე? » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

"მათ მირჩიეს ბარსელონაში გადასვლა", - ვის ესაუბრა მელო ტრანსფერის განხორციელებამდე?



"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ მათ არტურ მელოსთან წინასწარ შეთანხმებას მიაღწიეს.

ბრაზილიელი ფეხბურთელი ამჟამად "გრემიოს" ღირსებას იცავს და ის კატალონიურ გუნდს ან ზაფხულში შეუერთდება, ან 2019 წლის ზამთარში.

არტურმა კომენტარი გააკეთა და განაცხადა, რომ მას "ბარსელონაში" გადასვლა ნეიმარმა და კოუტინიომ ურჩიეს.

"მოხარული ვარ იმით, რომ "გრემიოსთან" მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა. ახლა ისღა დამრჩენია, რომ "ბარსელონასთან" დეტალურად შევათანხმო კლუბში ჩარიცხვის თარიღი.

სანამ ტრანსფერი განხორციელდებოდა, ნეიმარს "ბარსელონას" შესახებ ვკითხე და მან ამ კლუბზე მხოლოდ ყველაფერი კარგი მითხრა. ნეიმარმა მირჩია, რომ სწორედ "ბარსელონაში" გადავსულიყავი.

ასევე, კოუტინიოს ვესაუბრე და ფელიპემაც ნეიმარის მსგავსად მითხრა, რომ ეს იდეალური კლუბია", - განაცხადა არტურ მელომ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები