რონალდუ: "საუკეთესო ვარ და ამას იმიტომ ვამბობ, რომ მჯერა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რონალდუ: "საუკეთესო ვარ და ამას იმიტომ ვამბობ, რომ მჯერა"


რონალდუ:

გასულ კვირას, კრიშტიანუ რონალდუმ განაცხადა, რომ ის საუკეთესოა და მისი მსგავსი მეორე ვერასდროს ვერავინ იქნება.

ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც პორტუგალიელი საკუთარ თავს საუკეთესოდ მოიხსენიებს.

გუშინ, "რეალის" შემტევი პორტუგალიის წლის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს, სადაც მან საუკეთესოობაზე კიდევ ერთი კომენტარი გააკეთა.

"ყოველთვის ვამბობ, რომ საუკეთესო მე ვარ და ამას იმიტომ ვამბობ, რომ მჯერა. მალე, მოედანზეც დავამტკიცებ, რომ საუკეთესო ვარ.

ამჟამად დიდებული პერიოდია, რომელიც მსურს, რომ ჩემს თანაგუნდელებთან ერთად გავიზიარო. "რეალისთვის" ისტორიული წელი იყო, ჩვენ 5 ტიტული მოვიგეთ.

ასევე, მოვიგე ფიფას ოქროს ბურთი და ფიფას წლის საუკეთესოს ჯილდო", - განაცხადა რონალდუმ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები