ჟორჟინიოს აგენტი: "მანჩესტერთან კონტაქტი არ გვქონია" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჟორჟინიოს აგენტი: "მანჩესტერთან კონტაქტი არ გვქონია"


ჟორჟინიოს აგენტი:

"ნაპოლის" საყრდენი ნახევარმცველის, ჟორჟინიოს, აგენტმა განაცხადა, რომ მისი კლიენტის ტრანსფერის თაობაზე "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებები არ გაუმართავს.

"ჟორჟინიო საკუთარი ქვეყნის ეროვნული ნაკრების ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა, რომელიც სკუდეტოსთვის მებრძოლი გუნდის ლიდერია და ბუნებრივია, რომ მისით წამყვანი ევროპული კლუბები იჩენენ ინტერესს.

შემიძლია დავადასტურო, რომ ჩვენ "მანჩესტერ იუნაიტედთან" მოლაპარაკებები და კონტაქტი არ გვქონია", - განაცხადა ჟოაო სანტოსმა.

26 წლის იტალიელი ნახევარმცველის მოქმედი კონტრაქტი ნეაპოლურ კლუბთან 2020 წლამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები