ბაიერნი ლაიფციგის ნახევარმცველით ინტერესდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბაიერნი ლაიფციგის ნახევარმცველით ინტერესდება


ბაიერნი ლაიფციგის ნახევარმცველით ინტერესდება

"ლაიფციგის" შემტევი ნახევარმცველი, ემილ ფორსბერგი, მიუნხენის "ბაიერნის" რადარზე მოხვდა.

ცნობილი იტალიური გამოცემა "CalcioMercato" იტყობინება, რომ ზაფხულში 26 წლის შვედი ფეხბურთელისთვის რამდენიმე ევროპული ტოპ-კლუბი იბრძოლებს, რომელთა შორის "რეკორდმაისტერიც" იქნება.

ფორსბერგი უკვე მეორე სეზონია "ლაიფციგის" რიგებში შესანიშნავად გამოიყურება და მიმდინარე სეზონში 27 თამაშში 4 გოლი გაიტანა, 3 ასისტი გააკეთა. მისი მოქმედი კონტრაქტი "ხარებთან" 2022 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები