იკარდი: "არადა, იტალიიისა და ესპანეთის ნაკრებები მეპატიჟებოდნენ" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

იკარდი: "არადა, იტალიიისა და ესპანეთის ნაკრებები მეპატიჟებოდნენ"


იკარდი:

ხორხე სამპაოლიმ არგენტინის ნაკრებში გონსალო იგუაინი დააბრუნა და განაცხადს მიღმა მაურო იკარდი დატოვა.

"ინტერის" კაპიტანი ამ ფაქტს გამოეხმაურა.

"21 წლის ვიყავი, როდესაც იტალიის ახალგაზრდულ ნაკრებში გამომიძახეს, თუმცა უარი ვთქვი. მსურდა, რომ არგენტინის ნაკრებში მეთამაშა.

ასევე, ესპანელები მამაჩემთან მოლაპარაკებებს აწარმოებდნენ, რათა მე ესპანეთის ნაკრებში ჩავრიცხულიყავი, თუმცა ამაზეც უარი ვთქვი.

არგენტინაში მოხვედრა რთული იყო, თუმცა საბოლოოდ ჩემს მიზანს მაინც მივაღწიე", - როგორც იცით, იკარდი მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩების დროს გამოძახებული იყო.

ასევე, მაურომ ლეო მესიზეც ისაუბრა: "მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელთან ერთად, "ინტერში" თამაში, ჩემი ოცნებაა. თუმცა ვფიქრობ, რომ ეს შეუძლებელია."

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები