ჯეკო: "რომა უმწეო ბატკანი არ არის!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჯეკო: "რომა უმწეო ბატკანი არ არის!"


ჯეკო:

"რომას" ცენტრალური თავდამსხმელი, ედინ ჯეკო, მიიჩნევს, რომ მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალში კატალონიის "ბარსელონასთან" განწირული არ არის.

"ბარსელონა" არამხოლოდ მეოთხედფინალურ ეტაპზე, არამედ სრულიად ტურნირის მოგებაზეა ფავორიტი.

ასე, რომ ამ გუნდის წინააღმდეგ თამაში ძალიან სასარგებლო და კარგი იქნება. ვფიქრობ, ჩვენ უმწეო ბატკნები სულაც არ ვართ და შეგვიძლია, რომ უდიდესი გამოცდილება მივიღოთ", - განაცხადა 32 წლის ბოსნიელმა ფორვარდმა.

რომაული კლუბი "ბლაუგრანას" ჯერ სტუმრად, 4 აპრილს, დაუპირისპირდება, ხოლო 1 კვირაში ესპანურ გრანდს საკუთარ მოედანზე მიიღებს.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბარსელონარომა ედინ ჯეკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები