Goal.Ge

ფეხბურთი საქართველოში...



ადამიანი ბავშვობიდან უნდა ეზიაროს ცხოვრების ჯანსაღ წესს, რომ მისგან ღირსეული პიროვნება ჩამოყალიბდეს, სპორტს უდიდეს მნიშვნელობას ვანიჭებ ადამიანების მიერ ცხოვრების ჯანსაღი წესის არჩევაში, მართლაც რომ ამ მხრივ მისი ღვაწლი უდიდესია. ქართველები ძალიან ნიჭიერები ვართ, უდიდესი პოტენციალი გაგვაჩნია აბსოლუტურად ნებისმიერ სფეროში, მათ შორის სპორტშიც, მაგრამ უკანასკნელ წლებს ნამდვილად ვერ ვუწოდებთ ამ მხრივ გამორჩეულს, არის გარკვეული წარმატებები სპორტის სხვადასხვა სახეობებში, მაგრამ ყველაზე პოპულარული სპორტი საქართველოში და არა მარტო საქართველოში ნადვილად კრიზისს განიცდის, დაკონკრეტება არცაა საჭირო, ცხადია რომ ფეხბურთზეა საუბარი. ქართული ფეხბურთის სახელი თბილისის დინამოს და მის “ოქროს ბიჭებს” უკავშირდება, პაიჭაძის, ყიფიანის, დარასელიას, ჩივაძის,მესხის, იამანიძის..... უკვდავ სახელებს! არის პრობლემა, არის მიზეზი, რომელმაც ეს პრობლემა წარმოშვა, მაგრამ რა შეიძლება ქართული ფეხბურთის კრიზისის მიზეზად დავასახელოთ??? ნუთუ ქართველებს ნიჭიერი ბავშვების დეფიციტი გვაქვს, ან იქნებ საფეხბურთო გუნდებში შესაბამისი დონე არ არსებობს და პროფესიონალების ნაკლებობაცაა??? ეს ის უმთავრესი მიზეზებია რომლებიც თითქოსდა ნორჩ ფეხბურთელს არ აძლევს განვითარების საშუალებას, მაგრამ მიზეზი გაცილებით უფრო სერიოზულია, საფეხბურთო გუნდების დონის არ არსებობაზე საუბარი ზედმეტია, მაგრამ მათი გადასახადების რაოდენობა კი ნამდვილად გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ დავასკვნათ სპორტის ეს სახეობა რატომაც განიცდის კრიზისს, საქართველოს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს 21-ე საუკუნის საქართველოში არ შეუძლია საკუთარი ბავშვი დამატებით ფეხბურთზეც ატაროს, რადგან მათი უმთავრესი მიზანი ყოველდღიურად თავის გატანა და ლუკმა პურის შოვნაა, საფეხბურთო კლუბებში იმდენად დიდი გადასახადებია, რომ უამრავი ნიჭიერი ახალგაზრდა თავის უდიდეს ტალანტს ვერ ავლენს, გამომდინარე იქიდან რომ მათ მშობლებს არ აქვთ მატერიალური შესაძლებლობა დაფარონ სწავლის საფასური! სწორედ ამიტომ იკარგება მათი უდიდესი პოტენციალი გახდნენ პროფესიონალი ფეხბურთელები და მათთან ერთად იკარგება და კვდება ქართული ფეხბურთიც და მისი სამომავლო განვითარებაც ეჭვქვეშ დგება. მხოლოდ სწავლის საფასურის გადასახადზე არ მაქვს საუბარი, არის უამრავი რამ, რის გარეშე ფეხბურთელის განვითარება ფაქტიურად შეუძლებელია, საფეხბურთო ინვენტარების არ ქონა კი პირდაპირ კავშირშია ამ ყველაფერთან, რომლის ნაკლებობასაც ძალიან ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა უჩივის... სწორედ ეს არის პრობლემა და მის აღმოფხვრას უნდა ვცდილობდეთ ყველანი. ისტორიის და გენის ხარჯზე უნდა მოვახდინოთ ქართული ფეხბურთის აღორძინება და განვითარება, უნდა გვჯეროდეს, რომ ჩვენც შეგვიძლია თამაში უმაღლეს დონეზე. უნდა შევკრათ ძლიერი შემადგენლობა, კონკურენციის გაზრდის ხარჯზე გავაძლიეროთ გუნდი და მივცეთ ნაკრებს იმედი იმისა, რომ მომავალი წარმატებული იქნება. კიდევ ერთი რამ, რაც ძალიან მაწუხებს ქართველი ქომაგების და ვითომ ქომაგების არსებობაა თანამედროვე საქართველოში, მე მრცხვენოდა ესპანეთთან მატჩისას იმ ადამიანების ნაცვლად, რომლებიც კასილიასის, რამოსის სახელს სკანდინირებდნენ და მათ წინ ოქრიაშვილი, ანანიძე და სხვა ქართველი ფეხბურთელები იდგნენ, მე მრცხვენოდა იმ ქართველების, რომლებიც ვივა ესპანიას გაიძახოდნენ და საქართველოს ჰიმნის გაჟღერებისას ფიქრობდნენ იმაზე თუ რა სურდათ რეალურად მათ, ესპანეთის ტრიუმფი თუ... თუ ის, რომ ქართველებს საუკუნის მატჩი გამოგვეცხო თანამედროვე ფეხბურთში?! ასეთი ადამიანები იყვნენ, მაგრამ არც ისე ბევრნი და მე სრული პასუხისმგებლობით ვიტყვი და ვიამაყებ ყოველი ქართველით, რომლებიც საქართველოს ნაკრებს თამაშის ბოლო წუთამდე მთელი არსებით გულშემატკივრობდა და გულშემატკივრობს, ასეთი რამ მე პირადად ბევრჯერ მიხილავს და თავს უბედნიერესად ვგრძნობ, მეამაყება ის ქართველობა, რომელიც ავსებს სტადიონს და არამხოლოდ მაშინ, როდესაც კასილიასი და მსოფლიო ვარსკვლავების ხილვის შესაძლებლობაა. ვიაროთ სტადიონზე!!! ვუგულშემატკივროთ ქართველებს და შედეგზე პასუხისმგებლობას ქეცბაიას და ნაკრების წევრებს ნუ მოვთხოვთ მხოლოდ, გასაგებია შედეგზე პასუხისმგებლობა მათზეა, მაგრამ თუ ჩვენ მათ გვერდში არ ვართ, თუ ჩვენი მხარდაჭერა არ არის ნათელი, შესაბამისად შედეგის მიმართ უკმაყოფილებაც ნაკლები უნდა გვქონდეს და არ უნდა დავემსგავსოთ იმ ჟურნალისტს, რომელმაც გუშინ ქეცბაიას არცთუ სასიამოვნოდ დაუსვა კითხვა. კითხვა, რომელიც შეგნებულ ადამიანს ვფიქრობ არ დაებადებოდა, საფრანგეთთან, საფრანგეთში მარცხს ვფიქრობ აღშფოთება არ უნდა გამოეწვია ქართველებში, მე გული დამწყდა, როგორც ყველას, მაგრამ მეამაყება,რომ ფეხბურთი ვეთამაშეთ საფრანგეთს, გოლიც გავუტანეთ და 2-3 რეალური მომენტიც შევქმენით, რაც ყველაზე მთავარია მონდომება თვალსაჩინო იყო და სხვა თუ არაფერი დაფასებას მაინც იმსახურებენ ქართველი ფეხბურთელები. აი ესეც ჩვენი ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრობლემა ჟ უ რ ნ ა ლ ი ს ტ ე ბ ი რომლებიც კითხის დასმის ნაცვლად, ფეხბურთის განვითარების პოპულარიზაციის ნაცვლად, კრიტიკის ქარცეცხლში ამყოფებენ ქართველ ფეხბურთელებს და მწვრთნელებს, მუდმივად რაგბისტებს და კალათბურთელებს ადარებენ, მათ შედეგებს აფასებენმ ისევე როგორც ყველა და შანს არ უშვებენ ხელიდან დაკბინონ ქართული ფეხბურთის დღევანდელი დღე. წარსულს ადიდებენ რომანტიკოსებივით, ახლო წარსულით, რომლის აწყმოსაც ასევე კრიტიკაში ახრჩობდნენ. ყიფიანს და დინამოს იხსენებენ და არაფერს ახალს არ ელოდებიან მომავლიდან, ყველას ეს სიტყვები არ მინდა შეეხოს, მაგრამ ბევრს ეხება და თუ თქვენც შეგიმჩნევიათ ეს ე.ი ჩემი გესმით... ქართველობის გამარჯვების საწყისი მეთორმეტე "ფეხბურთელსა" და ნაკრების 23 კაციან განაცხადში მყოფ ფეხბურთელებზეა დამოკიდებული, რომლებსაც ნაკრების თავკაცი უხობს ეროვნულ გუნდში საქართველოს ღირსების დასაცავად. იმ ღირსების, რომლითაც ვამაყობთ ყოველი ქართველი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

კარიერის დასრულება თუ გაგრძელება? - რობენის განცხადება საკუთარ მომავალზე

მოგეხსენებათ, 2019 წლის 30 ივნისს, "ბაიერნის" თავდამსხმელი, არიენ რობენი თავისუფალი აგენტი ხდება.

დღეს, 21:26

ოფიციალურად: ბარსელონამ ამ ზაფხულს პირველი ფეხბურთელი გაყიდა

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე "ბარსელონამ" პირველი ფეხბურთელი გაყიდა.

დღეს, 21:14

ლორენტე ტოტენჰემიდან მიდის, ესპანელის შეძენა 4 კლუბს სურს

"ტოტენჰემის" თავდამსხმელმა, ფერნანდო ლორენტემ კარიერა შესაძლოა იტალიაში გააგრძელოს.

დღეს, 21:08

პრაქტიკულად გადაწყდა: ტოტენჰემმა ზაფხულის პირველი ტრანსფერი შეათანხმა!

მოგეხსენებათ, 2018 წლის იანვარში ლუკას მოურას შეძენის შემდეგ "ტოტენჰემს" ტრანსფერი არ განუხორციელებია.

დღეს, 21:03

"მას დიდი კლუბები აკვირდებიან", - რა ბედი ელის "ახალ კანტეს"?

"ლიონის" პრეზიდენტმა ჟან-მიშელ ოლასმა განაცხადა, რომ კლუბი მზადაა ნახევარმცველი, ტანგი ნდომბელე გაყიდოს.

დღეს, 20:34

დანი ალვეშის შემდეგ პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი ტოვებს?

მოგეხსენებათ, აქამდე, "პარი სენ ჟერმენმა" კლუბიდან მცველ დანი ალვეშის წასვლა დაადასტურა.

დღეს, 20:29

ლივერპული, აიაქსი თუ ბაიერნი? - 17 წლის ტალანტმა არჩევანი გააკეთა

"ზვოლეს" ცენტრალური მცველი, ზეპ ვან დენ ბერგი ევროპულ გრანდებს შორის დიდი მოთხოვნით სარგებლობს.

დღეს, 20:19

პიკე დე ლიგტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს ესპანელმა და ჰოლანდიელმა?

"ბარსელონას" მცველი, ხერარდ პიკე ბაჰამის კუნძულებზე, სადაც ისვენებს, "აიაქსის" უკანახაზელ მატეის დე ლიგტს შეხვდა.

დღეს, 20:15

შეთანხმება მიღწეულია - ბარსელონა და ვალენსია ფეხბურთელებს ცვლიან!

ესპანური პრესის ინფორმაცით, უახლოეს პერიოდში "ბარსელონა" და "ვალენსია" ფეხბურთელებს გაცვლიან.

დღეს, 20:10

რომას უარი იუვენტუსს - რამდენ მილიონს იხდიდნენ ტურინელები?

იტალიური პრესის ინფორმაციით, "რომამ" ნიკოლო ძანიოლოს ტრანსფერის თაობაზე "იუვენტუსის" წინადადება იუარა.

დღეს, 20:04

ელ შაარავიმ ზღაპრული შეთავაზება მიიღო - დეტალები ცნობილია

არ არის გამორიცხული, "რომას" თავდამსხმელმა, სტეფან ელ შაარავიმ ამ ზაფხულს კლუბი დატოვოს.

დღეს, 19:53

დე როსის ორი სერიოზული მსურველი ჰყავს - რა ბედი ელის იტალიელს?

"რომას" ნახევარმცველი, დანიელე დე როსი ორი იტალიური კლუბის ინტერესთა სფეროშია მოქცეული.

დღეს, 19:46

მორენო ლივერპულს ტოვებს, ესპანელის ახალი კლუბი ცნობილია - MARCA

აქამდე ოფიციალურად დადასტურდა, რომ მარცხენა მცველი, ალბერტო მორენო "ლივერპულიდან" მიდის.

დღეს, 19:43

ნეიმარი ბარსელონაში გადასვლასთან ახლოსაა! - პირობები ცნობილია

"პარი სენ ჟერმენის" თავდამსხმელი, ნეიმარი, დიდი ალბათობით, "ბარსელონაში" დაბრუნდება.

დღეს, 19:37

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

ესპანეთის ნაკრების წარმატებული ტურნე: ლომებმა მსოფლიო თასის მონაწილეს სძლიეს და რეიტინგში დაწინაურდნენ

დღეს, 19:23

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

უმცროსი ბორჯღალოსნები, 7-ქალა ნაკრები და ნიკა ამაშუკელი სამშობლოში დაბრუნდნენ

დღეს, 19:03

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

"მას შეუძლია გორგოძის მემკვიდრე გახდეს" - იაშაღაშვილი U20 მსოფლიო ჩემპიონატის სიმბოლურში

დღეს, 18:48

რამოსზე 3 მილიონით მეტი - რამდენი იქნება დე ლიგტის ხელფასი იუვენტუსში?

სატრანსფერო ბაზარზე „აიაქსის“ 19 წლის კაპიტნისთვის ნამდვილი ომია გაჩაღებული.

დღეს, 18:36

ნაპოლი ხამესის გამო მარადონას საპატივცემლოდ გაუქმებულ ნომერს აბრუნებს?

ნეაპოლიტანური კლუბი გუნდში ხამეს როდრიგესის გადმობარგებას მოუთმენლად ელის.

დღეს, 18:27

მონაკო ფაბრეგასს შეძენიდან 6 თვეში გაყიდის?

ესპანელმა ნახევარმცველმა მონეგასკური კლუბი შესაძლოა გადასვლიდან ექვს თვეში დატოვოს.

დღეს, 18:11

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

მამუკა გორგოძემ ტულონთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

დღეს, 18:06

სევილიას ფორვარდმა მოახდინა ავარია, რომელსაც ახალდაქორწინებული წყვილი ემსხვერპლა [VIDEO]

„სევილიას“ სარეზერვო გუნდის თავდამსხმელი, ხოაო მალეკი, ავტოავარიის ინიციატორი გახდა.

დღეს, 17:25

პირველად 2016 წლის შემდეგ - ლორან ბლანი მწვრთნელობას პრემიერ ლიგაში უბრუნდება?

გუშინ, 24 ივნისს, „ნიუკასლმა“ ესპანელი მწვრთნელის, რაფა ბენიტესის წასვლა ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 17:12

რატომ გაჭიანურდა გრიზმანის ტრანსფერი და როდის დადასტურდება ოფიციალურად?

როგორც ჩანს, ფრანგი შემტევი მომდევნო სეზონს მაინც „ბარსელონაში“ დაიწყებს.

დღეს, 17:03

არსენალი რეალის ფეხბურთელს ყიდულობს? საუბარი 50-მილიონიან ტრანსფერზეა

ლონდონის „არსენალი“ მზადაა, ესპანელი ნახევარმცველი 50 მილიონ ევროდ გადაიბიროს.

დღეს, 16:57

ბრაზილია/არგენტინის გარეშე - 10 საუკეთესო მოთამაშე სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნებიდან

რა გვახსენდება სამხრეთ ამერიკული ფეხბურთის ხსენებაზე პირველი? რა თქმა უნდა, ბრაზილია და არგენტინა.

დღეს, 16:31

ბრაზილია მესის აიგნორებს - არგენტინა თითქმის ცარიელი ტრიბუნების წინაშე თამაშობს

ის, რომ ბრაზილიაში, რბილად რომ ვთქვათ, ცივად ეპყრობიან მეზობელ არგენტინას, საიდუმლო არავისთვისაა.

დღეს, 16:20

ზაფხულის 5 მთავარი სპორტული მოვლენა

ზაფხულში სპორტული ტურნირების უმრავლესობა შესვენებას იღებს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ გულშემატკივრებისთვის ეს თვეები მოსაწყენია.

დღეს, 16:16

დღევანდელი მატჩის შემდეგ, ტორპედოს ფეხბურთელი დინამო ბათუმში გადავა

ეროვნული ლიგის მე-20 ტურის ცენტრალური მატჩი ბათუმში, "დინამო ბათუმსა" და ქუთაისის "ტორპედოს" შორის შედგება.

დღეს, 16:15

ოფიციალურად: დერბიმ ჩელსის მწვანე აუნთო!

„დერბიმ“ ოფიციალურ საიტზე განაცხადა, რომ ფრენკ ლამპარდს „ჩელსისთან“ მოლაპარაკებების უფლება დართო.

დღეს, 15:36

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10