ერიქსენი ზაფხულში ტოტენჰემიდან შესაძლო წასვლაზე განცხადებას აკეთებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ერიქსენი ზაფხულში ტოტენჰემიდან შესაძლო წასვლაზე განცხადებას აკეთებს


ერიქსენი ზაფხულში ტოტენჰემიდან შესაძლო წასვლაზე განცხადებას აკეთებს

"ტოტენჰემის" ნახევარმცველმა, კრისტიან ერიქსენმა ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე კლუბიდან შესაძლო წასვლაზე განცხადება გააკეთა.

"გულწრფელად ვამბობ, ამჟამად ამაზე არ ვფიქრობ. ფეხბურთს ვთამაშობთ და აწმყოთი ვცხოვრობთ, მაგრამ ასევე ოცნებებიც გვაქვს".

"თუმცა, ოცნებებს რეალობასთან საერთო არაფერი აქვს".

"რეალობა ისაა, როცა მაგიდაზე წინადადება გიდევთ. ამჟამად "ტოტენჰემში" ბედნიერი ვარ, კლუბის სხვა ფეხბურთელების მსგავსად", - ციტირებს ერიქსენის სიტყვებს BT.

აქამდე არსებული ინფორმაციით, დანიელი ფეხბურთელისადმი ინტერესს მადრიდის "რეალი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" იჩენენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები