სანტუში პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად არ მიიჩნევს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

სანტუში პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად არ მიიჩნევს


სანტუში პორტუგალიას მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტად არ მიიჩნევს

პორტუგალიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ფერნანდო სანტუშმა, აღიარა, რომ მისი გუნდი მსოფლიო ჩემპიონატის ფავორიტი არ არის.

"პორტუგალია საკუთარ თავს რუსეთის მუნდიალის ფავორიტად არ მიიჩნევს. ჩვენ ოცნებები არ გვაქვს, მაგრამ გვაქვს მიზანი და აუცილებლად გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

პეპე და დანილო ამხანაგური მატჩებისთვის ტრავმების გამო არ გამოვიძახეთ. ტრავმები - ფეხბურთში ნორმალური მოვლენაა, განსაკუთრებით სეზონის ამ ეტაპზე.

ამ მომენტისათვის ნამდვილად არ გვაყვს ბევრი ფეხბურთელი, რომელსაც შეიძლება სრულიად ვენდოთ", - განაცხადა სანტუშმა.

ევროპის მოქმედი ჩემპიონები მსოფლიო ჩემპიონატზე B ჯგუფში ესპანეთის, მაროკოსა და ირანის ეროვნულ გუნდებთან ერთად მოხვდნენ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები