რომას მწვრთნელი: "ბარსელონასი არ გვეშინია!" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

რომას მწვრთნელი: "ბარსელონასი არ გვეშინია!"


რომას მწვრთნელი:

"რომას" მთავარმა მწვრთნელმა, ეუსებიო დი ფრანჩესკომ, კატალონიის "ბარსელონასთან" ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალურ პაექრობაზე ისაუბრა.

"ეს მშვენიერი გამოწვევაა და მოხარულნი ვართ, რომ ამის ნაწილი ვიქნებით.

ერთადერთი, რამ რასაც "რომა" "ბარსელონასთან" მიმართებაში არ გრძნობს - შიშია. დიახ, ჩვენ ასეთ დიდებულ გუნდს დიდ პატივს ვცემთ, მაგრამ შიში უადგილოა!

ჩვენ უნდა ვიამაყოთ, რომ ასეთ დონეზე თამაშის შესაძლებლობა გვეძლევა და ახალ დონეზე ასვლის შანსიც გვექნება", - განაცხადა 48 წლის იტალიელმა.

ამ გუნდების პირველი დაპირისპირება 4 აპრილს "კამპ ნოუზე" გაიმართება, ხოლო საპასუხო მატჩი - 10 აპრილს რომში.
ასევე იხილეთ თემაზე:
ბარსელონარომა დი ფრანჩესკო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები