ბეილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, უელსის ნაკრები ფინალში გავიდა! [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბეილმა ჰეთ-თრიკი შეასრულა, უელსის ნაკრები ფინალში გავიდა! [VIDEO]



ჩინეთის თასის მინი ტურნირის გათამაშებაში უელსის ნაკრები ჩინეთის ნაკრებს შეხვდა და მეტოქე 6:0 დაამარცხა.

მე-3 წუთზე ანგარიში გარეტ ბეილმა გახსნა, 21-ე წუთზე კი მან დუბლი გაიფორმა.

38-ე წუთზე ვოკესმა გაიტანა, ტაიმის მიწურულს კი უილსონმა სხვაობა 4-მდე გაზარდა.

58-ე წუთზე ვოკესმა დუბლი გაიფორმა, 62-ე წუთზე კი ბეილმა ჰეთ-თრიკი.

1/2 ფინალში რაიან გიგზის გუნდმა მარტივად იმარჯვა და ფინალში გავიდა, სადაც ურუგვაისა და ჩეხეთის გამარჯვებულს შეხვდება.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები