პიკეს კურიოზული კომენტარი: "კარგით რა, ვხუმრობ, განავალია რეალის ფეხბურთელებთან ჩათი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პიკეს კურიოზული კომენტარი: "კარგით რა, ვხუმრობ, განავალია რეალის ფეხბურთელებთან ჩათი"


პიკეს კურიოზული კომენტარი:

"ბარსელონას" მცველმა ხერარდ პიკემ კურიოზული კომენტარი გააკეთა.

ის ამჟამად ესპანეთის ნაკრებთან ერთად შეკრებაზე იმყოფება და თანაგუნდელებზე ისაუბრა.

"ყველამ იცის, რომ WhatsApp-ში ფეხბურთელებს თავიანტი ჯგუფები აქვთ.

პირადად მე 3 ჯგუფში ვარ, ერთია მეგობრების და მეორეა "ბარსელონას" ფეხბურთელების, თუმცა ჩემი ფავორიტი ჯგუფი სხვა არის.

ეს არის ჯგუფი, რომელიც ამ სეზონის დროს შევქმენი და აქ ის ესპანეთის ნაკრების ფეხბურთელები არიან, რომლებიც "ბარსელონასა" და "რეალში" თამაშობენ.

როდესაც "რეალს", ლა ლიგაში 9 ქულით გავასწარით, მაშინ შევკრიბე "რეალისა" და "ბარსელონას" ესპანელი ფეხბურთელები.

მედიას თუ დავუჯერებთ, ჩვენ ერთმანეთი გვძულს, თუმცა ფაქტია, რომ ამ ჩათში ჩვენ ტაქტიკებს განვიხილავდით. ასევე, იმას, თუ ვინ რა წიგნს ვკითხულობთ.

კარგით რა, ხვდებით, რომ ვხუმრობ. ჩვენ, "რეალის" და "ბარსელონას" ფეხბურთელები ამ ჩათში მხოლოდ განავალს ვწერთ ერთმანეთს. ეს საუკეთესო ვარიანტია ასეთი ჯგუფისთვის", - განაცხადა პიკემ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები