ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო და უძლიერეს მეტოქეს შეხვდება » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო და უძლიერეს მეტოქეს შეხვდება


ბასილაშვილმა მოგებით დაიწყო და უძლიერეს მეტოქეს შეხვდება

საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი მაიამის მასტერსზე ასპარეზობს, სადაც მან პირველი რაუნდი წარმატებით დაძლია.

ბასილაშვილის მეტოქე ფაბიანო იყო. პირველი სეტი იტალიელმა ძალიან მარტივად, 6:1 მოიგო.

მეორე და მესამე სეტში კი ბასილაშვილმა ძალები მოიკრიბა 6:2. 7:5 იმარჯვა, ხანგრძლივი მოუგებელი სერია შეწყვიტა და შემდეგ ეტაპზე გავიდა.

მეორე რაუნდში ბასილაშვილის მეტოქე უძლიერესი კევინ ანდერსონი იქნება, რომელიც ამჟამად მსოფლიოს მე-8 ჩოგანია.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები