ჟირუ თავისი თავით უკმაყოფილოა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ჟირუ თავისი თავით უკმაყოფილოა


ჟირუ თავისი თავით უკმაყოფილოა

ლონდონის "ჩელსის" ფრანგმა თავდამსხმელმა ოლივიე ჟირუმ ახალ გუნდში გატარებული მოკლე პერიოდი შეაფასა.

"ჩელსიში ყოფნით კმაყოფილი ვარ, ადაპტაცია გავიარე, თანაგუნდელებთან ახლო ურთიერთობა დავამყარე.

თუმცა უკმაყოფილო იმით ვარ, რაც ყველაზე მთავარია. სამწუხაროდ, ბევრი გოლი ვერ გამაქვს და ეს აუცილებლად უნდა გამოსწორდეს.

ჩელსიში გადასვლა ჩემთვის ახალი გამოწვევა იყო, გულშემატკივარი ელოდა, რომ გოლებს გავიტანდი, თუმცა ჯერ იმედები ვერ გავუმართლე", - ამბობს ჟირუ.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები