ხარაიშვილი: "მწვრთნელი ხშირად მელაპარაკება და ცდილობს, თავი კომფორტულად ვიგრძნო"


ხარაიშვილი:

"საბურთალოს" ოფიციალური გვერდი გიორგი ხარაიშვილის ვრცელ ინტერვიუს აქვეყნებს.

მოგეხსენებათ, ხარაიშვილი რამდენიმე კვირის წინ, "გიოტებორგში" გადავიდა სათამაშოდ.

- გიორგი, როგორ შეეგუეთ შვედეთს?
- გამიჭირდა რა თქმა უნდა. ყოველდღიური კონტაქტი მაქვს ოჯახთან, ახლობლებთან, მაგრამ სამშობლოსგან ძალიან შორს ვარ. თუმცა, ამინდისგან განსხვავებით შვედები ძალიან თბილები არიან და ნოსტალგიის მიუხედავად, როგორც კლუბი, ასევე ის ადამიანები, რომლებიც „გიოტებორგის“ ყოველდღიურ ცხოვრებაში არიან ჩართულნი, გვერდში მიდგანან. ყველანაირად ცდილობენ, რომ ცხოვრების ახალ ეტაპს იოლად შევეგუო.

- როგორი სათამაშო სტილი აქვს „გიოტებორგს?

- თამაშის სტილს მწვრთნელი, ისევე როგორც სხვა ყველა სპეციალისტი, მეტოქედან გამომდინარე არჩევს. თუმცა, მისი პირადი ხელწერა მაინც კონტრშეტევაზე თამაშია. „საბურთალოსა“ და „გიოტებორს“ განსხვავებული სათამაშო ტაქტიკა აქვს, ასეთი განლაგებით არასდროს მითამაშია, თუმცა ვცდილობ შევეჩვიო ახალი კლუბის სათამაშო სტილს.

- რამდენიმე მატჩი ითამაშეთ. რა დავალებები მოგცათ მწვრთნელმა?
- ვითამაშე, როგორც ოფიციალური, ასევე ამხანაგური მატჩები. აქაც სტანდარტულებს მე ვასრულებ. მწვრთნელი მეუბნება, რომ უფრო მეტი ავიღო ჩემს თავზე, კარში ხშირად დავარტყა.

- ზემოთ ამინდი ახსენეთ. არ გაგიჭირდათ სიცივესთან შეგუება?
- ამინდები იმაზე ცუდია, ვიდრე ველოდი. თუ თერმომეტრი -3 გრადუსს უჩვენებს, მიხარია, რადგან ხშირად -12, -13 გრადუსია. მიუჩვეველი ვარ ასეთ ამინდებში ვარჯიშს, თამაშს. ამინდის გამო მქონდა პრობლემები, მაგრამ ნელ-ნელა თბება და მეც ვეჩვევი იქაურობას.

- „გიოტებორგის“ ქომაგები თუ გაიცანით?
- გიოტებორგს“ საოცარი გულშემატკივრები ჰყავს, ამხანაგურ თუ ოფიციალურ მატჩებზე სტადიონი სავსეა. ქომაგები მთელი თამაშის განმავლობაში ბოლომდე გვამხნევებენ და გვერდში გვიდგანან, არა აქვს მნიშვნელობა რა ანგარიშია. თამაშების შემდეგ პირად შეტყობინებებში მოლოცვები და მადლობები არ წყდება. ძალიან თბილად და იმედიანად მიმიღეს. ვგრძნობ, რომ ჩემი ჯერათ, მეც მეტი არაფერი არ მჭირდება, მხოლოდ მათი გვერდში დგომა.

- 1 აპრილს შვედეთის პირველობა იწყება. მწვრთნელთან საუბარი ხომ არ გქონიათ?
- მთავარი მწვრთნელი ხშირად მელაპარაკება. ცდილობს, თავი კომფორტულად ვიგრძნო და ყველანაირად ხელი შემიწყოს. სასიამოვნოა, როდესაც უცხო კლუბში ხარ და მწვრთნელისგან ასეთ მხარდაჭერასა და გვერდში დგომას გრძნობ.

- რამდენიმე წლის წინ ჩვენთან ერთ-ერთ ინტერვიუში განაცხადეთ, რომ ნაკრებში შეკრებაზე როცა მიდიხართ, „საბურთალო“ და იქაური გარემო გენატრებათ. ახლა რას გრძნობთ?
- „საბურთალო“ ჩემი ოჯახია. ადგილი, სადაც გავიზარდე პიროვნულად და განვითარდი, როგორც ფეხბურთელი. რა დროც არ უნდა გავიდეს და სადაც არ უნდა ვიყო, „საბურთალო“ ჩემში წარუშლელ მოგონებებსა და გრძნობებს დატოვებს. „საბურთალო“ ყოველთვის მომენატრება. თუმცა, კიდევ განვმეორდები - „გიოტებორგში“ ძალიან თბილად მიმიღეს და რომ არა ეს ფაქტორი, კიდევ უფრო მეტად გამიჭირდებოდა „საბურთალოსთან“ განშორება.

- „საბურთალოს“ სტარტს როგორ შეაფასებთ?
- „საბურთალო“ ყოველთვის გუნდურ ფეხბურთს თამაშობდა და ყოველი ფეხბურთელი ბოლომდე იხარჯებოდა. ასეა ახლაც. ეს ყველაფერი ჩვენში გიორგი ჭიაბრიშვილის ჩანერგილია. „საბურთალოს“ იდეალური სტარტი აქვს და მჯერა, რომ სეზონის ბოლომდე ასე გააგრძელებს. მგონია, რომ კლუბი სამეულში ადგილს აუცილებლად დაიმკვიდრებს - „საბურთალო“ ამას იმსახურებს.

- „გიოტებორგში“ რა დონეზე იცნობენ „საბურთალოს“?
- შვედეთში არიან ქომაგები, რომლებსაც ზოგადად ქართულ ფეხბურთზე სმენიათ. კონკრეტულად „საბურთალოს“ მიმართ გარკვეულ სიახლეებს ახლა იძენენ. მეც ვცდილობ, მაქსიმალური ინფორმაცია მივაწოდო კლუბზე.

- „საბურთალოს“ ამ შემადგენლობას, რისი მიღწევა შეუძლია?
- „საბურთალოს“ ყოველთვის ჰქონდა პოტენციალი, რომ მაღალი მიზნებისთვის ებრძოლა. ამის შესაძლებლობა განსაკუთრებით შარშანდელ სეზონზე იყო, თუმცა საწყის ტურებში ფეხბურთელების ხშირმა ტრავმიანობამ, ხელი შეგვიშალა. მაგრამ, გიორგი ჭიაბრიშვილი, როგორც ყოველთვის მალევე პოულობს გამოსავალს - მიუხედავად ტრავმიანობისა, გუნდი მალევე აათამაშა და მეორე წრე „საბურთალომ“ მაღალ დონეზე ჩაატარა. გასულ წელს ევროპაზე მოსახვედრად სულ ცოტა დაგვაკლდა. გიორგი ჭიაბრიშვილის ხელმძღვანელობით „საბურთალოს“ ყველაფრის გაკეთება შეუძლია.

- გაიხსენეთ პირველი ნაბიჯები „საბურთალოში“...
- 12 წლის ვიყავი, ამ კლუბში რომ ჩავირიცხე. პირველი მწვრთნელი გიორგი მიქაძე იყო. მიუხედავად ჩემი პატარა ასაკისა, თავიდანვე ცხადი იყო, რომ „საბურთალო“ მხოლოდ გუნდი კი არა, ერთი დიდი ოჯახი იყო. ასაკის მატებასთან ერთად ეს გრძნობა უფრო და უფრო მიღრმავდებოდა. მართლაც, „საბურთალო“ ჩემი ოჯახია!

წყარო: ს.კ. საბურთალო

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ჭიაბრიშვილი: "ეს 2 ტიტული ჩვენი 6-წლიანი მუშაობის გვირგვინია"

საქართველოს თასის ფინალში "საბურთალომ" "ლოკომოტივი" 3:1 დაამარცხა და ამ ტიტულს პირველად დაეუფლა.

დღეს, 00:28

ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა საჯაროდ აღიარა, რომ გეია

ცნობილმა ინგლისელმა მსაჯმა საჯაროდ აღიარა, რომ გეია.

გუშინ, 23:56

უელსელმა მორაგბემ კუნგ-ფუს ილეთისთვის 37-ე წამზე წითელი ბარათი მიიღო [VIDEO]

შაბათს ჩემპიონთა თასის მესამე ტურის მატჩში "ოსპრისმა" "რასინგ 92" მიიღო და 19:40 დამარცხდა.

გუშინ, 23:54

ჩემპიონთა თასი: ქართველების მონპელიე საფრანგეთის ჩემპიონთან დამარცხდა

ჩემპიონთა თასის მესამე ტურში "ტულუზი" საკუთარ მოედანზე "მონპელიეს" დაუხვდა და 23:9 აჯობა.

გუშინ, 22:56

38 წლის ხოაკინმა 18 წუთში ჰეთ-თრიკი შეასრულა და ლა ლიგაში რეკორდი დაამყარა [VIDEO]

"ბეტისის" ცოცხალმა ლეგენდამ "ბილბაოს" ჰეთ-თრიკი შეუსრულა.

გუშინ, 22:50

რაიოლა ბარსასთან ურთიერთობის დალაგებას მალენის დახმარებით ცდილობს

"აიაქსის" თავდამსხმელის, დონიელ მალენის "ბარსელონაში" გადასვლის შანსები იზრდება.

გუშინ, 22:23

კოვაჩმა სასურველი კლუბი უკვე შეარჩია - GOAL.COM

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული გამოცემა GOAL.COM ავრცელებს.

გუშინ, 22:15

კავანის მორიგი სერიოზული მსურველი გამოუჩნდა

დიდი ალბათობით, ედინსონ კავანი "პარი სენ ჟერმენს" დატოვებს.

გუშინ, 22:12

თავდამსხმელი, რომლის ხილვაც მოურინიოს ტოტენჰემში სურს

"ტოტენჰემის" მთავარ მწვრთნელს, ჟოზე მოურინიოს სასურველი ფეხბურთელი ჰყავს შერჩეული.

გუშინ, 21:42

პოჩეტინო ან ანჩელოტი? - ევერტონი აღარ ხუმრობს

"ტოტენჰემი" მარკო სილვას გათავისუფლების შემდეგ მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

გუშინ, 21:34

მოურინიო ერიქსენის დათანხმებას ცდილობს - რა ბედი ეწევა დანიელს?

"ტოტენჰემის" ნახევარმცველი, კრისტიან ერიქსენი ზამთარში შესაძლოა სხვა კლუბის ფეხბურთელი გახდეს.

გუშინ, 21:31

ვან დე ბეკისთვის ბრძოლაში რეალს კონკურენტი გამოუჩნდა

დიდი ალბათობით, ზაფხულში დონი ვან დე ბეკი "რეალს" დატოვებს.

გუშინ, 21:26

ატლეტიკო იანვრისთვის საინტერესო ტრანსფერის გაჩარხვას გეგმავს

"ბეტისის" მცველი, აისა მანდი შესაძლოა "ატლეტიკოში" გადაბარგდეს.

გუშინ, 21:22

ბარსელონას უფლება აქვს ზაფხულში ვალვერდეს კონტრაქტი გაუწყვიტოს

"ბარსელონას" შეუძლია ერნესტო ვალვერდეს 2020 წლის ზაფხულში კონტრაქტი გაუწყვიტოს.

გუშინ, 21:16

ობამეიანგს არსენალიდან წასვლა უნდა, მიზეზი გარკვეულია

"არსენალის" ფორვარდს, პიერ-ემერიკ ობამეიანგს კლუბთან ახალი კონტრაქტის გაფორმება არ სურს.

გუშინ, 21:11

სოლსკიაერმა სმოლინგის მომავალს ფარდა საბოლოოდ ახადა

მოგეხსენებათ, ამჟამად კრის სმოლინგი "რომას" ღირსებას იჯარის წესით იცავს.

გუშინ, 21:05

ხვიჩა კვარაცხელიამ საგოლე გადაცემა გააკეთა და მატჩის საუკეთესო მოთამაშე გახდა [VIDEO]

რუსეთის ჩემპიონატის მე-19 ტურში "სოჩი" ყაზანის "რუბინს" დაუპირისპირდა და ფრედ 1:1 ითამაშა.

გუშინ, 21:03

ერთი კანდიდატი ცნობილია: ვინ შეცვლის ჭიაბრიშვილს საბურთალოში?

საქართველოს თასის ფინალში "საბურთალო" "ლოკომოტივს" დაუპირისპირდა და 3:1 დაამარცხა.

გუშინ, 20:48

შეთანხმება ახლოსაა - ატლეტიკო ტრანსფერს ახორციელებს

"ატლეტიკო" "ატლეტიკო პარანაენსეს" ნახევარმცველ ბრუნუ გიმარაინსის შეძენასთან ახლოსაა.

გუშინ, 20:47

გადაწყვეტილება მიღებულია - პოგბამ სასურველი კლუბი შეარჩია

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველმა, პოლ პოგბამ კლუბის დატოვება გადაწყვიტა.

გუშინ, 20:43

შეთანხმება ვერ ხერხდება - ტალანტი, რომელსაც ბარსელონა უმიზნებს

"ბარსელონას" "ფლამენგოს" ნახევარმცველის, რეინიერის ხელში ჩაგდება სურს.

გუშინ, 20:40

რეალმა ვან დე ბეკის ტრანსფერისთვის კონკრეტული თანხა გაამზადა

"რეალი" მომავალ ზაფხულს "აიაქსის" ნახევარმცველ დონი ვან დე ბეკის ყიდვას აპირებს.

გუშინ, 20:36

მოლაპარაკებები დაიწყო - ჩელსიმ ზაფხულისთვის პირველი ტრანსფერი დაგეგმა

"ჩელსი" "კრისტალ პალასის" თავდამსხმელ უილფრიდ ზაასთვის იბრძვის.

გუშინ, 20:33

ბაიერნის მომავალი მთავარი მწვრთნელი უკვე ცნობილია?!

მოგეხსენებათ, "ბაიერნი" ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

გუშინ, 20:29

119 მლნ ფუნტი! - მანჩესტერ იუნაიტედი ხმაურიან ტრანსფერს გეგმავს

"მანჩესტერ იუნაიტედს" "დორტმუნდის" თავდამსხმელის, ჯეიდონ სანჩოს შეძენა უნდა.

გუშინ, 20:02

ფიგუმ რეალის მოთამაშეები ზედმეტი სიფრთხილის გამო გააკრიტიკა: "უსაფრთხოდ არც მე ვიყავი"

მადრიდის "რეალისა" და "ბარსელონას" ყოფილმა ფეხბურთელმა, ლუიშ ფიგუმ "სამეფო კლუბის" მოთამაშეები ზედმეტი სიფრთხილის გამო გააკრიტიკა:

გუშინ, 18:47

ბეილმა მარსელოსგან საჩუქრად ყვანჭი მიიღო

განვლილ ოთხშაბათს მადრიდის "რეალმა" ტრადიციული საკლუბო ვახშამი მოაწყო.

გუშინ, 18:38

"სამაგალითო იყო", - ჟორჟინიომ თავისი კუმირი დაასახელა

ლონდონის "ჩელსის" ცენტრალურმა ნახევარმცველმა, ჟორჟინიომ თავისი კუმირი დაასახელა:

გუშინ, 18:27

"დაუფიქრებლად გავიფორმებდი", - კეპამ ჩელსისთვის იდეალური ფორვარდი შეარჩია

ლონდონის "ჩელსის" მეკარემ, კეპა არისაბალაგამ თავისი გუნდისთვის იდეალური ფორვარდი შეარჩია:

გუშინ, 18:16

საბურთალო საქართველოს თასის გამარჯვებულია!

ცოტა ხნის წინ დასრულდა საქართველოს თასის გათამაშება "საბურთალოსა" და "ლოკომოტივს' შორის.

გუშინ, 18:04

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10