იმობილემ უნიკალური რეკორდი დაამყარა

რომის "ლაციოს" ცენტრალური თავდამსხმელი, ჩირო იმობილე, საკუთარი კლუბის ისტორიაში სამუდამოდ შევიდა.
იტალიის სერია ა-ს 31-ე ტურში რომაული კლუბი გასვლაზე "უდინეზეს" ხვდება და პირველი ტაიმის შემდეგ მეტოქეს 2:1 ამარცხებს.
იმობილემ შეხვედრის 27-ე წუთზე თავისი მორიგი ბურთი გაიტანა და მიმდინარე სეზონში, იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში, უკვე 27 გოლის გატანა მოახერხა.
ჩირო იმობილე "არწივების" მაისურით სერია ა-ს ერთ სეზონში გატანილი გოლების რაოდენობით კლუბის რეკორდსმენი გახდა. მან ლეგენდარული ფორვარდების, ერნან კრესპოსა და ჯუზეპე სინიორის, მიღწევა გააუმჯობესა.
27 წლის იტალიელმა თავდამსხმელმა, რომელიც ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირია, მიმდინარე სეზონში სულ 38 გოლი გაიტანა.