Goal.Ge

ბრაზილიის ნაკრები: ვინ ითამაშებს მსოფლიოს ჩემპიონატზე?



მსოფლიოს ჩემპიონატამდე სულ უფრო ცოტა დრო რჩება. GOAL.GE შემოგთავაზებთ დიდ ფორუმზე მონაწილე ყველა ნაკრების შიდასამზარეულოს განხილვას. დავიწყოთ ბრაზილიით... ნამდვილად ითამაშებენ ჟულიო სეზარი, ჟეფერსონი, ტიაგო სილვა, დანტე, დავიდ ლუისი, მარსელო, დანი ალვეში, ლუის გუსტავო, პაულინიო, ერნანესი, ნეიმარი, ოსკარი, ჰალკი, ფრედი ლუიშ ფელიპე სკოლარიმ მსოფლიოს ჩემპიონატისთვის გუნდი წელიწად-ნახევრის წინ შეკრა და ყოველგვარი ეჭვი მოხსნა ამ თემასთან დაკავშირებით. გამოიკვეთა ის შემადგენლობა, რომელმაც კონფედერაციის თასი მოიგო გასულ წელს და რომელიც მუნდიალზე გამარჯვებისთვის იბრძოლებს. სუსტი წერტილები ცენტრალური თავდამსხმელი: ცოტა ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ ბრაზილიის ნაკრებისთვის სუსტ წერტილად შეტევის ხაზი ითვლება. რომარიოს და რონალდოს მემკვიდრეები ნამდვილად ვერ ამართლებენ იმედებს. თუ რამე განსაკუთრებული არ მოხდა, მსოფლიოს ჩემპიონატზე ფრედი წავა. "ფლუმინენსეს" ფორვარდი კლუბში შესაშურ შედეგიანობას აჩვენებს, არც ისე ცუდად გამოიყურება ეროვნული ნაკრების დროშის ქვეშ და , თუ ტრავმამ არ შეუშალა ხელი, 2014 წლის მსოფლიოზეც ის იდგება ტურნირის მასპინძლების წინა ხაზში. მაგრამ ფრედი ტოპ-ფორვარდი რომ არ არის, ყველას კარგად მოეხსენება. შემტევი ნახევარმცველი: ბრაზილიის ნაკრებში დაცვის და თავდასმხის რგოლებს ერთმანეთთან ოსკარი აკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ მთავარი მწვრთნელი ოსკარს სრულ ნდობას უცხადებს, "არისტოკრატს" მეწყვილე მაინც სჭირდება. ამ მხირვ, ყველაზე ხშირად კაკას და რონალდინიოს გვარებს გაიგონებდით. ნაკრებში მოხვედრის იმედს არც განსო კარგავს. რონალდინიო, სპეციალისტთა აზრით, ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებში ვერ ჯდება, კაკა და განსო კი ჯერჯერობით იმ დონეზე ვერ თამაშობენ, რომ ეს პატივი მიიღონ. გადარჩევა მეორე ცენტრფორვარდი: დიეგო კოშტამ ესპანეთის ნაკრები აირჩია და ფრედის შემდეგ ბრაზილიაში ვაკანტური ადგილი დატოვა. ახლა მეორე ცენტრფორვარდობაზე პრეტენზიას სამი ფეხბურთელი აცხადებს: ჟო, პატო და ლეანდრო დამიაო. აქამდე ფრედის შემცვლელის როლს ჟო ასრულებდა და არც ისე ცუდათაც. "ცსკა"-ს ექს ფორვარდი ამჟამად არც ისე დამაჯერებელ თამაშს აჩვენებს, თუმცა პრეტენდენტთა შორის მაინც მას აქვს მსოფლიოზე მოხვედრის ყველაზე კარგი შანსი. საყრდენი: საყრდენი ნახევარმცველები ამ ფორმაციის ბრაზილიის ნაკრებში ერთ-ერთ საკვანძო როლს ასრულებენ. სწორედ მათ უნდა შეასრულონ მთავარი როლი გუნდის წარმატებაში. მათ ევალებათ შავი სამუშაოს კეთებაც, შეტევის ხაზის დახმარებაც და პრესინგიც. როგორც წესი, სკოლარი ნაკრებს საყრდენ ზონაში ხასიხიანი თამაშით და სწორი ცვლილებებით დირიჟორობს. ამის გამო, ამ ადგილას ყველაზე კრეატიული და ძლიერი მოთამაშეებია საჭირო. იმის გათვალისწინებით, რომ ნაკრებში ადგილი ფერნანდინიოსთვის ვერ მოიძებნა, რომელიც ინგლისში სასწაულებრივ თამაშს აჩვენებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ბრაზილიას ამ პოზიციაზე პრობლემები არც აქვს და არც ექნება. ყველაზე რთული არჩევანი საკრალური მსხვერპლი. 2002 წელს სერჟანტმა, საზოგადოების უდიდესი ზეწოლის მიუხედავად, ბორტს მიღმა რომარიო დატოვა. ახლა იგივე ბედი რონალდინიოს ელის. ლუიშ ფელიპეს ჯერ გადაჭრით არ უთქვამს, რომ რონი ნაკრებში ვერ მოხვდება, თუმცა მისი მოქმედებები ამას ადასტურებს. მწვრთნელი გაუჩოს ხანდაზმულ ასაკზე მიუთითებს. აცხადებს, რომ ფეხბურთელი აქტიურად უნდა ერთვებოდეს პრესინგში, ეხმარებოდეს დაცვას და თამაშობდეს ყველა ბურთზე. რონის დრო წავიდა! თუმცა მას ჯერ კიდევ აქვს შანსი. წინ კოპა ლიბერტადორესია და მან უნდა დაამტკიცოს, რომ განაცხადში მოხვედრას იმსახურებს. სკოლარი კაკას და რონალდინიოს შორის არჩევანს გააკეთებს. ბოლო საყრდენის არჩევა. პაულინიო, ლუის გუსტავო და ერნანესი 2013 წელს ნაკრების ძირითადში დამკვიდრდნენ და ჯერჯერობით ეჭვის საბაბს არ ტოვებენ, მაგრამ მსოფლიოს ჩემპიონატზე, ისევე როგორც კონფედერაციის თასზე, სკოლარიმ ამ ამპლუის 4 ფეხბურთელი უნდა წაიყვანოს. ადრე მეოთხე ფერნანდო იყო, მაგრამ ახლა სხვა სიტუაციაა. ვაკანტურ ერთ ადგილზე პრეტენდენტი ინგლისის პრემიერ ლიგის 3 წარმომადგენელია: ლუკას ლეივა, რომელსაც უკვე ჰქონდა ნაკრებში საკუთარი შესაძლებლობების დამტკიცების საშუალება, ფერნანდინიო და რამირესი. დიდი ალბათობით, სკოლარი არჩევანს "ჩელსის" მოთამაშეზე შეაჩერებს. მეოთხე ცენტრალური მცველი. კონფედერაციის თასზე ეს პატივი "ატლეტიკო მინეიროს" უკანახაზელს რევიერს ჰქონდა, თუმცა ახლა ის გუნდთან ერთად "იძირება". ეროვნული ჩემპიონატიდან საკმაო არჩევანია, თუნდაც: ენრიკე("პალმეირასი"), დედე("კრუზეირო") და ჟეანი ("ფლუმინენსე"). სამიდან ყვითელი ფორმის მორგების უკეთესი შანსი ორს აქვს: ენრიკე ან დედე. მომავალში ლუკაშ მოურა. საფრანგეთში გადასვლის შემდეგ მოურასთვის საშინაო მსოფლიოს ჩემპიონატის კარი ნელ-ნელა იკეტება. "პსჟ"-ში ფეხბურთელს ძალიან უჭირს ვარსკვლავებთან კონკურენციის გაწევა. გარდა ამისა, მოურა უბურთთოდ თამაშისა და პრესინგის საკითხში მწვრთნელის მოთხოვნებს ჯეროვნად ვერ ასრულებს. თუმცაღა მოურამ ზრდა არ უნდა შეწყვიტოს, რადგან ნელ-ნელა ვარსკვლავად ჩამოყალიბების კარგი შანსი აქვს. დორია. მოკლევადიან პერსპექტივაში, ბრაზილიის ნაკრებს სანერვიულო მართლაც არაფერი აქვს. ცენტრალურ მცველებს: ტიაგო სილვას და დავიდ ლუისს, ასაკის გათვალისწინებით, 4 წლის მერეც შეეძლებათ მსოფლიოს დიდ ფორუმზე დამაჯერებლად გამოსვლა, მაგრამ ნელ-ნელა მათი ღირსეული შემცვლელებიც გამოჩნდნენ ჰორიზონტზე. "ბოტაფოგოს" მცველი ჯერ კიდევ შარშანწინ გამოჩნდა ბრაზილიის ჩემპიონატზე და უკვე საკმაო აღიარება მოიპოვა. დორია ევროპაში გადაბარგებამდე დღეებს ითვლის, თუმცა ნაკრები ჯერ მისთვის ადრეა. ფერნანდო. "გრემიოს" საყრდენმა ნახევარმცველმა თავისი კარგი თამაშით ლუიშ ფელიპე სკოლარის ყურადღება უკვე არაერთხელ მიიპყრო. სკოლარი უკვე ფიქრობდა, რომ ფერნანდო მუნდიალზე თამაშის ღირსი იყო, მაგრამ დონეცკის "შახტარში" გადასვლამ სპორტსმენს გარკვეული პრობლემები შეუქმნა, ამიტომ 23 კაცში მისი მოხვედრის შანსები ძალიან შემცირდა. ფერნანდოს ამხანაგურ მატჩებში მონაწილეობა აღარ მიუღია და, შეიძლება ითქვას, მსოფლიოს ჩემპიონატს ისიც ტელევიზორიდან უყურებს. სრული სია მეკარეები: ჟულიო სეზარი(«ქპრ»), ჟეფერსონი(«ბოტაფოგო»), დიეგო კავალიერი («ფლუმინენსე») მცველები: ტიაგო სილვა, მაქსველი (ორივე— «პსჟ»), დავიდ ლუისი («ჩელსი»), დანტე(«ბაიერნი»), მარსელო(«რეალი»), დანი ალვეში («ბარსელონა»), მაიკონი(«რომა»), დედე(«კრუზეირო») ნახევარმცველები: პაულინიო(«ტოტენჰემი»), ლუის გუსტავო («ვოლფსბურგი»), ერნანესი(«ლაციო»), რამირესი, ოსკარი, ვილიანი(ყველა— «ჩელსი»), კაკა(«მილანი»), ბერნარდი(«შახტარი») თავდამსხმელები: ფრედი(«ფლუმინენსე), ჰალკი(«ზენიტი»), ნეიმარი(«ბარსელონა»), ჟო(«ატლეტიკო მინეირო») [poll id="24"]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ინტერი შინ სლავიასთან მარცხს კომპენსირებულ დროში გადაურჩა [VIDEO]

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის პირველი ტურის ეგიდით, "ინტერმა" "სლავიას" უმასპინძლა.

დღეს, 22:57

"მისი იმედგაცრუების გვესმის, მაგრამ...", - ლიოვმა ტერ შტეგენს უპასუხა

გერმანიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოაჰიმ ლიოვმა ეროვნულ გუნდში გოლკიპერებთან დაკავშირებულ სიტუაციაზე ისაუბრა.

დღეს, 22:36

გვარდიოლა: "კლოპმა თქვა, რომ სიტი მსოფლიოს საუკეთესო კლუბია?"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ "ლივერპულის" თავკაც იურგენ კლოპს უპასუხა.

დღეს, 22:26

განრისხებული იგუაინი - არგენტინელმა ვარჯიშზე მწვრთნელს დაარტყა [VIDEO]

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, გონსალო იგუაინი ვარჯიშის მიმდინარეობისას მოულოდნელად წყობიდან გამოვიდა.

დღეს, 22:20

"მიეცით ნეიმარს მეორე შანსი", - ვერატი პსჟ-ს გულშემატკივრებს

"პსჟ"-ს ნახევარმცველმა, მარკო ვერატიმ ფრანგული გუნდის გულშემატკივრებს მიმართა.

დღეს, 22:06

იბრაჰიმოვიჩმა MLS-ის ისტორიაში საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა

"ლოს ანჯელეს გელექსის" თავდამსხმელმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:30

ბარსელონა და ფატი ახალ კონტრაქტზე შეთანხმდნენ, დეტალები ცნობილია

"ბარსელონა" თავდამსხმელ ანსუ ფატის კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეუთანხმდა.

დღეს, 21:23

კლუბი, რომელსაც ალეგრიმ იუვენტუსიდან წასვლის შემდეგ უარი უთხრა

მოგეხსენებათ, მასიმილიანო ალეგრი 2018/19 წლების სეზონის დასრულების შემდეგ უკლუბოდაა.

დღეს, 21:13

ლეონარდო: "ვფიქრობ, მოვიდა დრო ნეიმარზე საუბარი დასრულდეს"

"პსჟ"-ს სპორტულმა დირექტორმა, ლეონარდომ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:04

სიტის მხოლოდ ერთი ნომინალური ცენტრალური მცველი დარჩა

"მანჩესტერ სიტის" ოფიციალური საიტის ცნობით, გუნდს ტრავმის გამო კიდევ ერთი ფეხბურთელი გამოაკლდა.

დღეს, 20:52

ნეიმარი - კაზემიროს: "დილის შვიდამდე ქაუნთერი უნდა გეთამაშო, ხვალ დაღლილი მინდა გნახო"

პსჟ-სთან“ მატჩის წინ, კაზემირომ სოციალურ ქსელში სურათი განათავსა და წარწერაც დაურთო: „Hala Madrid”.

დღეს, 20:25

ორი სასჯელი, რომელიც შესაძლოა ბარსელონას დაეკისროს

გავლენიანი ესპანური გამოცემა El Mundo Deportivo წერს საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 20:11

რონალდუ: "როცა შენს პატიოსნებას ეჭვქვეშ აყენებენ, მტკივნეულია"

"იუვენტუსის" თავდამსხმელმა, კრიშტიანუ რონალდუმ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:58

ვილიანმა სასურველი სათამაშო ადგილი დაასახელა

"ჩელსის" თავდამსხმელმა, ვილიანმა საკუთარ მომავალზე ოფიციალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 19:44

მანჩესტერმა იანვრისთვის მთავარი სამიზნე შეარჩია

"იუნაიტედმა" ზამთრის სატრანსფერო ფანჯრისთვის შემადგენლობის გაძლიერებაზე ფიქრი უკვე დაიწყო.

დღეს, 19:41

"თავს პატარა ბავშვივით ვგრძნობ", - აზარი ზიდანზე

"რეალის" თავდამსხმელმა, ედენ აზარმა გუნდის თავკაც ზინედინ ზიდანზე ისაუბრა.

დღეს, 19:36

ბარსელონას გრიზმანის ტრანსფერის გამო კამპ ნოუზე ასპარეზობას აუკრძალავენ?

„ბარსელონას“ ანტუან გრიზმანის ტრანსფერის გამო დასჯა ჯერ კიდევ ემუქრება.

დღეს, 18:27

სახალისო ფაქტი: მილნერს პრემიერ ლიგაში თავისი ცხოვრების ნახევარზე მეტი აქვს გატარებული

დღეს, „ლივერპულის“ ვიცე-კაპიტნის პრემიერ ლიგაში დებიუტს 6155 დღე შეუსრულდა.

დღეს, 18:01

"ტოტენჰემში კარიერის დასრულებას არ ვაპირებ", - სად აიღო გეზი ლორისმა?

„ტოტენჰემის“ ფრანგი მეკარის თქმით, ის ლონდონურ გუნდში კარიერის დასრულებას არ აპირებს.

დღეს, 17:57

მანჩესტერი დიბალას გადაბირებას იანვარშიც შეეცდება

„იუვენტუსის“ ფორვარდი, პაულო დიბალა, შესაძლოა „მანჩესტერ იუნაიტედში“ მაინც გადავიდეს.

დღეს, 17:53

ვალენსიას ფეხბურთელებმა ჩელსისთან მატჩის წინ პრესკონფერენციას ბოიკოტი გამოუცხადეს

„ღამურების“ ფეხბურთელები გუნდის მთავარი მწრთნელის, მარსელინო გარსია ტორალის გათავისუფლებით უკმაყოფილონი არიან.

დღეს, 17:50

ალეგრიმ სასურველი გუნდი შეარჩია

RMC-ის ცნობით, მასიმილიანო ალეგრიმ სასურველი გუნდი შეარჩია.

დღეს, 16:20

იკარდის ცოლი უკვე ახალ გუნდზე ფიქრობს: "იანვარში შესაძლოა სიურპრიზი ვიხილოთ"

მაურო იკარდის მეუღლემ და აგენტმა ვანდა ნარამ მოულოდნელი განცხადება გააკეთა:

დღეს, 16:11

იუვენტუსს ატლეტიკოსთან კოსტა ვერ დაეხმარება

ტურინის "იუვენტუსის" ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დუგლას კოსტასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.

დღეს, 16:01

ვარანი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს

მადრიდის "რეალის" მცველმა რაფაელ ვარანმა საკუთარ მომავალზე ისაუბრა:

დღეს, 15:49

დელ პიერო: "ტიტულების მოსაგებად მხოლოდ რონალდუ საკმარისი არ არის"

ტურინის "იუვენტუსის" ცოცხალმა ლეგენდამ ალესანდრო დელ პიერომ "ბებერ ქალბატონზე" ისაუბრა:

დღეს, 15:34

რეალს პსჟ-სთან მატჩისთვის 6 ფეხბურთელი გამოაკლდება

ხვალ, თბილისის დროით 23:00 საათზე მადრიდის "რეალი" ჩემპიონთა ლიგაზე "პსჟ"-ს დაუპირისპირდება.

დღეს, 15:24

ნეიმარს ევროთასებზე სასჯელი შეუმსუბუქეს

როგორც მოგეხსენებათ, ნეიმარი ევროთასებზე სამ-მატჩიანი დისკვალიფიკაციით არის დასჯილი.

დღეს, 15:09

არქი სამტრედიას გენერალური სპონსორი გახდა

16 სექტმებერს დეველოპერულმა კომპანია არქიმ დიდი საფეხბურთო ისტორიის მქონე კლუბ „სამტრედიასთან“ ხელშეკრულების მემორანდუმი გააფორმა და მისი ოფიციალური პატრონაჟი აიღო.

დღეს, 14:40

ტოტიმ რომას წლევანდელ მიზნებზე ისაუბრა

ლეგენდარულმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფრანჩესკო ტოტიმ "რომას" წლევანდელ მიზნებზე ისაუბრა.

დღეს, 14:28

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10