ავტორიზაცია

რეალის ლეგენდა: "116 წლიან ისტორიას ფულით ვერ იყიდი"

რეალის ლეგენდა: "116 წლიან ისტორიას ფულით ვერ იყიდი"
თარიღი 10 Apr 2018, 21:26
მადრიდის "რეალის" ყოფილმა კაპიტანმა და მცველმა, ლეგენდარულმა მანუელ სანჩისმა, ჩემპიონთა ლიგაზე "სამეფო კლუბის" წარმატების საიდუმლო დაასახელა.

"როგორ აიხსნება "რეალის" დიდებული გამარჯვებები ჩემპიონთა ლიგაზე? ამას ვერასოდეს გაიგებენ სხვადასხვა ინვესტორები და ადამიანები, რომლებიც ფეხბურთში ბიზნესიდან მოვიდნენ.

ეს ადამიანები ყველაფრის ფულით ყიდვას არიან მიჩვეულნი, მაგრამ ჩემპიონთა ლიგის ტიტულის მოსაპოვებლად ეს ხერხი არ გაჭრის.

საქმე იმაშია, რომ "რეალის" 116 წლიან ისტორიას ფულით ვერ იყიდი ისევე, როგორც იმ კვალს, რომელიც ამ გუნდის მაისურით მოასპარეზე დიდებულმა მოთამაშეებმა დატოვეს", - განაცხადა სანჩისმა.

მადრიდული გრანდი ჩემპიონთა თასის/ლიგის აბსოლუტური რეკორდსმენია - 12 ტიტული და ამ მხრივ მეორე ადგილზე მყოფ "მილანს" 5 თასით ნაკლები აქვს მოპოვებული.

2017 წელს კი "რეალი" გახდა პირველი გუნდი, რომელმაც ჩემპიონთა ლიგის ტიტული დაიცვა.