ავტორიზაცია

"შეუარცხყოფა არ მიმიყენებია", - რა უთხრა გვარდიოლამ მსაჯს, რის გამოც ის გააძევეს?

"შეუარცხყოფა არ მიმიყენებია", - რა უთხრა გვარდიოლამ მსაჯს, რის გამოც ის გააძევეს?
თარიღი 11 Apr 2018, 03:04
ჩემპიონთა ლიგის მატჩში ხოსეპ გვარდიოლა მოედნიდან გააძევეს, სადაც მისი "მანჩესტერ სიტი" "ლივერპულთან" 1:2 დამარცხდა.

პირელ ნახევარში, ლეროი სანეს 100%-იანი გოლი არ ჩაუთვალეს, რის გამოც ტაიმის ბოლოს გვარდიოლა მთავარ მსაჯს ეკამათებოდა.

საბოლოოდ, ანტონიო მატეუმ თავისი თანამემამულე მოედნიდან გააძევა.

"პირველი ტაიმის ბოლოს მსაჯთან მივედი და ვუთხარი, რომ გოლი წესების დაცვით გავიდა. სანემ ბურთი მილნერისგან მიიღო და თამაშგარე მდგომარეობა არ უნდა დაეფიქსირებინა. ამის გამო გამაძევა მან!

გოლი იყო, მხოლოდ ეს ვუთხარი მატეუს, მან კი წითელი ბარათი მიჩვენა. მისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია", - განაცხადა გვარდიოლამ.