დილამ სიონი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დილამ სიონი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა


დილამ სიონი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ეროვნული ლიგის მე-4 ტურში გაიმართა დრამატული და უხვგოლიანი დაპირისპირება გორის "დილასა" და ბოლნისის "სიონს" შორის.

პირველი 30 წუთი მასპინძლებმა იდეალურად კარგად ჩაატარეს და 3 გოლი გაიტანეს. თავი ქავთარაძემ, ლემპტიმ და კოვტალიუკმა გამოიჩინეს.

მეორე ტაიმში "სიონი" შედარებით გააქტიურდა. ბოლო 5 წუთში ბოლნისელებმა 2 გოლი გაიტანეს, თუმცა საკმარისი არ გამოდგა.

საბოლოოდ, "დილამ" მეტოქე 3:2 დაამარცხა და 7 ქულით მესამე ადგილზე გადაინაცვლა. "სიონი" 4 ქულით მე-6 ადგილზეა.

დილამ სიონი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები