Goal.Ge

ეროვნული ლიგა - მეოთხე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - მეოთხე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მეოთხე ტურის მატჩები ძალიან საინტერესო და რაც მთავარია, სენსაციური გამოდგა.

GOAL.GE გთავაზობთ მე-4 ტურის სიმბოლურ გუნდს, საიდანაც 2 "კოლხეთიდანაა." ფოთელებმა "სამტრედია" 2:0 დაამარცხეს/

ლაზარე კუპატაძე (საბურთალო): ახალგაზრდა ქართველი მეკარე "რუსთავთან" მატჩში დამაჯერებელი იყო. კუპატაძემ გოლი არ გაუშვა, "საბურთალომ" კი ზედიზედ მე-4 მატჩი მოიგო.

პატერსონ კაბორე (კოლხეთი): ეს განაპირა მცველი "სამტრედიასთან" შეხვედრაში ერთ-ერთი საუკეთესო იყო თავის გუნდში და თანაბრად შეუცდომლად თამაშობდა როგორც დაცვაში, ისე შეტევაში.

ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი): "ჩიხურასთან", ნიკა ჭანტურიას ურთულესი ამოცანა ხვდა წილად. გაბაძის გაგდების შემდეგ, მას დაცვაში უფრო მეტი დატვირთვა ჰქონდა, რასაც თავი ძალიან კარგად გაართვა და ბევრჯერ გადაარჩინა გუნდი.

დავით კობოური (დინამო): ახალგაზრდა მცველი დავით კობოური "ტორპედოსთან" მატჩში არც ორთაბრძოლებში შესვლას ერიდებოდა და არც შეტევაში წასვლას. ის დაცვაში დამაჯერებელად იდგა.

გრიგოლ ჩაბრაძე (საბურთალო): "რუსთავთან" შეხვედრაში "საბურთალოს" შეტევების ხშირი ნაწილი მარჯვნიდან ვითარდებოდა, სადაც ძალიან აქტიური იყო განაპირა მცველი გრიგოლ ჩაბრაძე, რომელმაც მეტოქის კართან ბევრი სახიფათო მომენტი შექმნა და რამდენიმე ლამაზი ეპიზოდიც შემოგვთავაზა.

გიორგი კუცია (დინამო): როგორც ჩანს, მიმდინარე სეზონს კუცია ძალიან კარგ ფორმაში ხვდება. კიტეიშვილთან ერთად მას "ტორპედოსთან" ნახევარდაცვის ხაზი ეჭირა. გოლიც გაიტანა, თუმცა არ ჩაუთვალეს.

ოთარ კიტეიშვილი (დინამო): გასაკვირი არაა, რომ საუკეთესოთა შორის კიტეიშვილი კიდევ ერთხელ მოხვდა. ახალგაზრდა დინამოელმა საგოლე გადაცემის გარდა, გუნდის ბევრ შეტევას ჩაუყარა საფუძველი და დაცვაშიც ეხმარებოდა თანაგუნდელებს.

ვლადიმირ გოგბერაშვილი (კოლხეთი): ფოთელებმა ამ სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვეს და "სამტრედიას" სძლიეს. იდეალური მეორე ტაიმი ჰქონდა გოგბერაშვილს, რომელმაც დუბლი გაიფორმა.

ვაგნერ გონსალვეში (საბურთალო): შეიძლება თამამად ითქვას, რომ "რუსთავი" "საბურთალოს" მატჩის საუკეთესო მოთამაშე სწორედ ვაგნერი იყო. მთელი მატჩის განმავლობაში, ის საკმაოდ აქტიური იყო, რამდენჯერმე ახლოს იყო გოლის გატანასთანაც, საბოლოოდ კი გაიტანა კიდეც.

ალვინ ფორტისი (დილა): ფორტისი ამ სეზონში გორელთა ლიდერად იქცა. "სიონთან" შეხვედრაში თითქმის ყველა შეტევა მისგან იწყებოდა, "დილამ" მოიგო, ფორტისმა კი 2 საგოლე გადაცემა გააკეთა.

ბუდუ ზივზივაძე (დინამო): ტურის ცენტრალურ მატჩში "დინამო თბილისმა" "ტორპედო" 2:0 დაამარცხა, თბილისელთა მხრიდან ორივე გოლის ავტორი ბუდუ ზივზივაძეა, რომელსაც ამ სეზონში უკვე 4 გოლი აქვს გატანილი.

მეოთხე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა - მეოთხე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ტოჩინოშინის მესამე გამარჯვება აკი ბაშოზე - მიზნამდე ჯერ კიდევ შორია [VIDEO]

აკი ბაშოს მერვე საბრძოლო დღეს ტოჩინოშინმა მესამე გამარჯვება მოიპოვა.

დღეს, 13:37

მარიანოს გადაბირებით იტალიური გრანდები ინტერესდებიან

მადრიდის „რეალის“ ფორვარდმა გუნდი შესაძლოა ზამთარშივე დატოვოს.

დღეს, 12:54

კონტემ მორიგი სიტყვიერი ომი წამოიწყო, ამჯერად - სარის წინააღმდეგ

„ინტერის“ სკანდალურ სპეციალისტს კონფლიქტების გარეშე არ შეუძლია.

დღეს, 12:48

ვასკესი: "ყველამ ვიხილეთ, რა ხიფათი შემატა თამაშს აზარმა გამოსვლის შემდეგ"

მადრიდის „რეალის“ შემტევმა, ლუკას ვასკესმა, ედენ აზარის დებიუტზე ისაუბრა, რომელიც ბელგიელს „ლევანტესთან“ შეხვედრაში ჰქონდა.

დღეს, 12:44

რეალი და იუნაიტედი გრანდიოზულ გაცვლას ამზადებენ?

მანკუნიანელები გერმანელი ნახევარმცველით ინტერესდებიან.

დღეს, 12:42

იუვენტუსთან მატჩის შემდეგ, რიბერიმ სიცხეზე დაიჩივლა

„ფიორენტინას“ ვარსკვლავურმა შემტევმა, ფრანკ რიბერიმ, „იუვენტუსთან“ მატჩი (0:0) შეაფასა.

დღეს, 12:19

ბარსელონა უმტიტის გასაყიდად ემზადება - ფრანგს სამი მსურველი ჰყავს

კატალონიის „ბარსელონას“ ხელმძღვანელობა იანვარში ფრანგი სამუელ უმტიტის გაყიდვას აპირებს.

დღეს, 12:02

შევჩენკო: "მივიჩნევ თუ არა მილანიდან ჩელსიში გადასვლას შეცდომად?"

უკრაინელმა ექს-თავდამსხმელმა, ანდრეი შევჩენკომ, „მილანიდან“ „ჩელსიში“ 2006 წელს შემდგარი ტრანსფერი გაიხსენა.

დღეს, 11:59

"ნეიმარი ძალიან მგრძნობიარე ბიჭია", - ტუხელი გულშემატკივრებზე არ ბრაზდება

„პსჟ-ს“ თავკაცმა, თომას ტუხელმა, აღიარა, რომ არ ბრაზდება იმ გულშემატკივრებზე, რომლებმაც ნეიმარს დაუსტვინეს.

დღეს, 11:30

იუვენტუსმა სერია ა-ს ლიდერობა 560 დღის შემდეგ პირველად დაკარგა

ტურინის „იუვენტუსს“ სერია ა-ს მესამე ტურში, „ფიორენტინასთან“ ფეხი დაუცდა.

დღეს, 11:27

სუარესმა პირველი გოლი ლუის ენრიკეს გარდაცვლილ 9 წლის შვილს მიუძღვნა

პრიმერა დივიზიონის მე-4 ტურში „ბარსელონამ“ საკუთარ მოედანზე „ვალენსია“ 5:2 გაანადგურა.

დღეს, 11:25

წაგების შემდეგ, გვარდიოლამ ლივერპულს ჩემპიონობა ირონიულად მიულოცა

„ნორვიჩთან“ განცდილი სენსაციური მარცხის შემდეგ, ხოსეპ გვარდიოლამ „ლივერპულს“ ირონიულად ჩემპიონობა მიულოცა.

დღეს, 11:21

ვალვერდე: "რაც ფატიმ გააკეთა, ნორმალური არ არის"

"ვალენსიასთან" მოგებული 5:2 მატჩის შემდეგ კომენტარი "ბარსელონას" თავკაცმა ერნესტო ვალვერდემ გააკეთა.

დღეს, 02:58

აზარი: "ეს მხოლოდ დასაწყისია"

"ლეანტესთან" მატჩში მადრიდის "რეალის" ბელგიელი შემტევის, ედენ აზარის დებიუტი შედგა.

დღეს, 02:54

ზიდანმა ხამესი შეაქო

ლა ლიგის გასულ ტურში მადრიდის "რეალი" "ლევანტეს" დაუპირისპირდა და 3:2 დაამარცხა.

დღეს, 02:51

დე იონგის ბრწყინვალე სტატისტიკა ბარსელონაში

კატალონიის "ბარსელონამ" "ვალენსიასთან" საოცრად ითამაშა და მეტოქე 5:2 დაამარცხა.

დღეს, 02:46

ფატიმ ისტორიული რეკორდი დაამყარა

ლა ლიგის გასულ ტურში "ბარსელონა" "ვალენსიას" დაუპირისპირდა და 5:2 გაანადგურა.

დღეს, 02:41

ფიორენტინას მფლობელი: "36 წლის რიბერიმ რონალდუზე უკეთ ითამაშა"

იტალიის ჩემპიონატის გასულ ტურში "ფიორენტინა" "იუვენტუსს" უმასპინძლა და ფრედ 0:0 ითამაშა.

დღეს, 02:37

აგუერომ რუნისა და რეიესის რეკორდი გაიმეორა

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ნორვიჩს" დაუპირისპირდა და 3:2 დამარცხდა.

დღეს, 02:32

გვარდიოლა: "ყოველთვის 100 ქულას ვერ დავაგროვებთ"

"მანჩესტერ სიტის" მთავარმა მწვრთნელმა პეპ გვარდიოლამ "ნორვიჩთან" მარცხის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

დღეს, 02:28

როდრი: "ჩვენი მიზანია, მოედანზე ყველას დაუნდობლად მოვუგოთ"

პრემიერ ლიგის გასულ ტურში "მანჩესტერ სიტი" "ნორვიჩთან" სენსაციურად დამარცხდა.

დღეს, 02:22

ვაკო ყაზაიშვილის საგოლე გადაცემა სან ხოსეში [VIDEO]

ამერიკის ჩემპიონატში სან ხოსე ნიუ იორკ სიტის დაუპირისპირდა და 2:1 დამარცხდა.

დღეს, 01:46

ბუდუ ზივზივაძის პირველი დუბლი უნგრეთში [VIDEO]

უნგრეთის ჩემპიონატში "მეჟოკოვეშდი" "კიშვარდას" დაუპირისპირდა და 1:2 დაამარცხა.

დღეს, 01:33

16 წლის ფატის ბენეფისი - ბარსელონამ ვალენსია გაანადგურა [VIDEO]

ლა ლიგის ტურის ცენტრალური შეხვედრა "ბარსელონასა" და "ვალენსიას" შორის შედგა.

დღეს, 00:56

ზაფხულში მანჩესტერი კროოსში 75 მილიონ ევროს იხდიდა

ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "მანჩესტერ იუნაიტედმა" "რეალის" ნახევარმცველ ტონი კროოსის შეძენა სცადა.

დღეს, 00:56

ერიქსენმა ახალ კონტრაქტზე უარი თქვა - სად სურს გადასვლა დანიელს?

აღნიშნულ ინფორმაციას ავტორიტეტული ესპანური გამოცემა MARCA ავრცელებს.

დღეს, 00:52

3-დან 3 მოგება! - ინტერმა უდინეზეც დაამარცხა [VIDEO]

იტალიის ჩემპიონატის მე–3 ტურში მილანის "ინტერი" შინ "უდინეზეს" დაუპირისპირდა.

დღეს, 00:46

მანჯუკიჩი იუვენტუსს ტოვებს - ხორვატის ახალი კლუბი ცნობილია?

"იუვენტუსის" თავდამსხმელი, მარიო მანჯუკიჩი, დიდი ალბათობით, ტურინს დატოვებს.

დღეს, 00:35

ნეიმარი: "ამიერიდან, თითოეული მატჩი ჩემთვის გასვლითი იქნება"

"პსჟ"-ს თავდამსხმელმა, ნეიმარმა გულშემატკივრების საქციელზე გააკეთა კომენტარი.

დღეს, 00:18

ატლეტიკომ მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვია [VIDEO]

ლა ლიგის ერთპიროვნულმა ლიდერმა, მადრიდის "ატლეტიკომ" მიმდინარე სეზონში პირველი მარცხი იწვია.

გუშინ, 22:37

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10