ავტორიზაცია

90 წუთი და გამარჯვება - ჩაკვეტაძის მორიგი კარგი მატჩი ინგლისში!

90 წუთი და გამარჯვება - ჩაკვეტაძის მორიგი კარგი მატჩი ინგლისში!
თარიღი 14 იან 2024, 23:32
ის, რაც ყველას გვახარებს - გიორგი ჩაკვეტაძე ბრწყინვალე ფორმაშია და დღეს მორიგი წარმატებული მატჩი ჩაატარა.

ინგლისის ჩემპიონშიფში "უოტფორდი" სტუმრად "ქპრ"-ს დაუპირისპირდა და დაძაბულ ბრძოლაში 1:2 გაიმარჯვა.

ბრიტანულ კარიერაში პირველად - ჩაკვეტაძემ "უოტფორდის" მაისურით 90 წუთი ითამაშა და გუნდის წარმატებაში დიდი წვლილი შეიტანა.

ქართველმა შემტევმა დაცვით და სეტევითი ფუნქციები კარგად შეასრულა, დიდი სამუშაო გასწია და 6.9 შეფასება მიიღო.

27 ტურის შემდეგ, "უოტფორდს" 39 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-8 ადგილს იკავებს.