Goal.Ge

ეროვნული ლიგა - მეხუთე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით


ეროვნული ლიგა - მეხუთე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ეროვნული ლიგის მეხუთე ტური "ტორპედოსა" და "სამტრედიის" ძალიან საინტერესო დაპირისპირებით დასრულდა.

GOAL.GE გთავაზობთ მეხუთე ტურის საუკეთესო 11-ეულს, სადაც 3 ფეხბურთელი "რუსთავიდან" მოხვდა.

რევაზ თევდორაძე ("ლოკომოტივი"): ამ მეკარემ "საბურთალოსთან" მატჩში ძალიან კარგად ითამაშა და ბევრჯერ გადაარჩინა გუნდი გაშვებულ გოლს. "ლოკომოტივის" რიგებში თევდორაძე ერთ-ერთი საუკეთესო იყო.

ლევან ხარაბაძე ("დინამო"): გასული ტურების მსგავსად, ხარაბაძემ ტურშიც გამორჩეული მატჩი ჩაატარა. ახალგაზრდა მცველი "ჩიხურასთან" მატჩში ამჯერად საგოლე გადაცემით გამოირჩა.

პაპუნა ფონიავა ("რუსთავი"): ცენტრალურმა ნახევარმცველმა, რაც არ უნდა უცნაური იყოს, "სიონთან" მატჩში მცველის პოზიციაზე ითამაშა და ამ ახალ დავალებას თავი იდეალურად გაართვა. მარცხენა ფლანგზე ის გაუვალი იყო.

მამუკა კობახიძე ("რუსთავი"): გასაკვირი არაა, რომ ფონიავასთან ერთად დაცვის ხაზში ადგილს კობახიძეც იკავებს, რომელმაც გოლი გაიტანა და ამას გარდა, ბოლნისელთა ბევრი შეტევა ჩაშალა.

ნიკა ჭანტურია ("ლოკომოტივი"): თბილისური გუნდის ფეხბურთელი ჩვენს სიმბოლურ გუნდში უკვე ზედიზედ მეორედ ხვდება. ნიკა ჭანტურია დაცვაში შეუცდომელია და კარგად ამოაქვს ბურთი შეტევაში.

გიორგი პაპავა ("რუსთავი"): მესამე ფეხბურთელი, რომელიც ჩვენს სიმბოლურ გუნდში "რუსთავიდან" მოხვდა. წინა ორის მსგავსად, დაცვაში პაპავაც კარგად გაისარჯა და შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდა.

ბუბა დაუშვილი ("სამტრედია"): მიუხედავად იმისა, რომ "სამტრედია" "ტორპედოსთან" დამარცხდა, სამტრედიელთა ფეხბურთელი ბუბა დაუშვილი მაინც გამორჩეული იყო და მთელი მატჩის განმავლობაში აკონტროლებდა ცენტრს.

რიბეირო ("დილა"): გორულ კლუბში ახლად დაბრუნებული ლეგიონერი უკვე ჩაჯდა ძირითად შემადგენლობაში და ფოთის "კოლხეთთან" საუკეთესო მატჩი ჩაატარა. მისმა გუნდმა 3:0 მოიგო.

ალვინ ფორტისი ("დილა"): გატანილი გოლის გარდა, ფორტისი მოედანზე საკმაოდ აქტიური იყო და ფაქტობრივად ყველა შეტევა მისგან იწყებოდა. ფორტისი ჩვენს სიმბოლურ გუნდში ზედიზედ მეორედ მოხვდა.

ბექა ტუღუში: ("ტორპედო"): პირველ ტაიმში ტუღუში შედარებით პასიური იყო, თუმცა მეორე ტაიმში აშკარად საუკეთესო იყო მოედანზე. მისი ერთადერთი გოლი "ტორპედომ" "სამტრედიას" მოუგო.

ვატო არველაძე ("ლოკომოტივი"): ახალგაზრდა ქართველი ფეხბურთელი "საბურთალოსთან" ულამაზესი გოლით გამოირჩა. "საბურთალოსთან" მატჩში არველაძე თავისი გუნდის თითქმის ყველა შეტევას იწყებდა.

მეხუთე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით
ეროვნული ლიგა - მეხუთე ტურის სიმბოლური გუნდი GOAL.GE-ს ვერსიით

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

მანეს ულამაზესი გოლი საუთჰემპტონის კარში [VIDEO]

ამ წუთებში "ლივერპული" პრემიერ ლიგის მეორე ტურში "საუთჰემპტონს" უპირისპირდება.

დღეს, 18:55

ნაპოლის უარი ატლეტიკოს - სიმეონეს 67-მილიონიანი ტრანსფერი დაებლოკა

როგორც იწერება, ამ ტრანსფერის განხორციელება პირადად "ატლეტიკოს" თავკაც დიეგო სიმეონეს სურდა.

დღეს, 18:34

99%-ით გადაწყდა: ბაიერნი მორიგ ტრანსფერს ახორციელებს

მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ბაზარზე "ბაიერნი" აქტიურობას აგრძელებს.

დღეს, 18:28

ბეილის მომავალი საბოლოოდ გაირკვა - ზიდანის განცხადება

"რეალის" მთავარმა მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა გარეტ ბეილის მომავალს ფარდა ახადა.

დღეს, 18:20

ლოვრენის ტრანსფერი ჩაიშალა, მიზეზი ცნობილია

"ლივერპულმა" მცველ დეიან ლოვრენის "რომაში" გაყიდვა იუარა, წერს ბრიტანული გამოცემა Daily Mail.

დღეს, 18:12

სანჩესის კონტრაქტის დეტალები - რატომ ვერ პოულობს ჩილელი ახალ კლუბს?

დიდი ალბათობით, "მანჩესტერ იუნაიტედის" თავდამსხმელი, ალექსის სანჩესი ამ ზაფხულს კლუბიდან არ წავა.

დღეს, 18:07

ორიდან ორი - არსენალმა სახლში ბარნლი დაამარცხა [VIDEO]

პრემიერ ლიგის მეორე ტურში "არსენალმა" საკუთარ მოედანზე "ბარნლის" უმასპინძლა და 2:1 დაამარცხა.

დღეს, 17:25

სოლსკიაერმა სანჩესის მომავალს პრაქტიკულად ფარდა ახადა

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა თავდამსხმელ ალექსის სანჩესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 17:25

ხამესის მომავალი გარკვეულია - ესპანური პრესა

როგორც ესპანურ პრესაში იწერება, "რეალის" ნახევარმცველ ხამეს როდრიგესის მომავალი გადაწყვეტილია.

დღეს, 17:18

ბაიერნი ვერნერის სანაცვლოდ მიზერულ თანხას იხდის

"ბაიერნი" მზადაა "ლაიფციგის" თავდამსხმელი, ტიმო ვერნერი იყიდოს.

დღეს, 17:11

"მისი წასვლა არარეალურია", - ატლეტიკოს ხმაურიანი ტრანსფერი ჩაეშალა

აქამდე გავლენიანმა გამოცემა AS-მა დაწერა, რომ "ატლეტიკომ" 60-მილიონიანი ტრანსფერი შეათანხმა.

დღეს, 17:06

იკარდის მორიგი მსურველი გამოუჩნდა - მოლაპარაკებები დაწყებულია

"ინტერის" თავდამსხმელის, მაურო იკარდის მომავალი კვლავ გაურკვეველია.

დღეს, 17:01

"ლივერპულთან ბრძოლა შთამბეჭდავი იყო, მაგრამ..." - ბერნარდომ კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა

"მანჩესტერ სიტის" შემტევმა, ბერნარდო სილვამ, თავისი საფეხბურთო კარიერის ყველაზე დიდი მიღწევა დაასახელა.

დღეს, 16:13

კოვაჩი: "მარტო ბაიერნს კი არა, მთელ ბუნდესლიგას უნდა უხაროდეს"

მიუნხენის "ბაიერნის" მთავარი მწვრთნელი, ნიკო კოვაჩი, ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერით ბედნიერია.

დღეს, 15:54

პსჟ ბარსელონას ნახევარმცველით ინტერესდება

კატალონიური გამოცემა SPORT-ის ინფორმაციით, "ბარსელონა" არტურო ვიდალის გაყიდვას აპირებს.

დღეს, 15:48

ზლატანმა მადლობა გადაუხადა ექიმს, რომელმაც კარიერა გადაურჩინა

ლოს ანჯელესის "გალაქსის" ფორვარდი, ზლატან იბრაჰიმოვიჩი, თავის ქირურ ფრედი ფუს შეხვდა, რომელიც "დალასთან" მატჩს (2:0) დაესწრო.

დღეს, 15:35

ტუხელი: "თუ გამოსავალი ვერ მოიძებნა, ნეიმარი გუნდში დარჩება"

"პარი სენ-ჟერმენის" მთავარმა მწვრთნელმა, ტომას ტუხელმა, გუნდიდან ნეიმარის შესაძლო წასვლაზე ისაუბრა.

დღეს, 15:31

ლუკაკუს დებიუტი ჭარბწონიანობის გამო გადაიდება?!

"ინტერის" ახალწვეულის, რომელუ ლუკაკუს დებიუტი ახალ გუნდში შესაძლოა გადაიდოს.

დღეს, 14:38

"7 წლიდან გვირაბში, თავისუფლების გარეშე ვცხოვრობდი", - სნეიდერი ფეხბურთისგან დაიღალა

35 წლის ჰოლანდიელი ნახევარმცველი, უესლი სნეიდერი, კარიერის დასრულების მიზეზებზე საუბრობს.

დღეს, 13:26

გასული სეზონის საუკეთესო მატჩი პრემიერ ლიგის მეორე ტურში

პრემიერ ლიგის დღის ცენტრალურ შეხვედრაში ერთმანეთს "მანჩესტერ სიტი" და "ტოტენჰემი" დაუპირისპირდებიან.

დღეს, 13:00

ბარსელონამ სუარესის ტრავმის თაობაზე ოფიციალური განცხადება გააკეთა

კატალონიის "ბარსელონამ" "ტვიტერის" ოფიციალურ გვერდზე ლუის სუარესის ტრავმის შესახებ განცხადებას აკეთებს.

დღეს, 12:42

6 მატჩი, 0 მოგება - ბარსელონა მესის გარეშე საშინელია

კატალონიის "ბარსელონა" თავისი ლიდერის გარეშე სულ სხვანაირად თამაშობს.

დღეს, 12:07

პიკე: "ბარსელონას თავისი ადგილი მიუჩინეს"

"ბარსელონას" მცველი, ჟერარ პიკე იმედოვნებს, რომ გუნდი "ბილბაოსთან" მარცხისგან დასკვნებს გამოიტანს.

დღეს, 12:01

ლევანდოვსკი კოუტინიოს ტრანსფერს გამოეხმაურა

როგორც იცით, გუშინ გვიან ღამით "ბაიერნმა" "ბარსელონასთან" პრინციპული შეთანხმება ოფიციალურად დაადასტურა.

დღეს, 11:49

ვალვერდე: "გრიზმანი გუნდის თამაშში უფრო მეტად უნდა იყოს ჩართული"

"ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა, ერნესტო ვალვერდემ, ანტუან გრიზმანზე ისაუბრა.

დღეს, 11:44

კარაგერი: "ერიქსენი რეალის და ბარსელონას დონის არ არის"

"ლივერპულის" ყოფილმა მცველმა, ჯეიმი კარაგერმა, კრისტიანი ერიქსენი გააკრიტიკა.

დღეს, 11:32

საქმეში ბართომეუ ჩაერთო - ბარსელონა საფინალო შემოთავაზებას ამზადებს

კატალონიური გამოცემა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

დღეს, 11:25

ვალვერდე: "როცა დავინახე, რომ ადურისი ჰაერში მაკრატელას დასატყამად ახტა..."

კატალონიის "ბარსელონას" მთავარმა მწვრთნელმა ერნესტო ვალვერდემ "ბილბაოსთან" წაგებული მატჩი შეაფასა.

დღეს, 04:26

სუარესმა ტრავმა მიიღო და მოედანი ნაადრევად დატოვა

ლა ლიგის პირველ ტურში "ბარსელონა" "ბილბაოს" დაუპირისპირდა და 1:0 დამარცხდა.

დღეს, 04:19

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10