ავტორიზაცია

რომასა და ლივერპულის დაპირისპირებას სკომინა განსჯის

რომასა და ლივერპულის დაპირისპირებას სკომინა განსჯის
თარიღი 30 Apr 2018, 18:54
სლოვენიელი, დამირ სკომინა ჩემპიონთა ლიგაზე "რომასა" და "ლივერპულს" შორის გასამართ 1/2 ფინალურ მატჩს განსჯის, წერს უეფას ოფიციალური საიტი.

აღნიშნული დაპირისპირება 2 მაისს, რომში გაიმართება.

სკომინას ასისტენტები, იურე პრაპროტნიკი და რობერტ ვუკანი დაეხმარებიან, დამატებითი დამხმარეები სლავკო ვინჩიჩი და მაჩეი იუგი იქნებიან, მეოთხე არბიტრი კი - ტომაჟ კლანჩნიკი.

პირველ შეხვედრაში, რომელიც ლივერპულში 24 აპრილს ჩატარდა, "ლივერპულმა" "რომა" 5:2 გაანადგურა.