» იხილე განახლებული ვებ-გვერდი
7

რომელ მატჩებს ვუყუროთ ამ შაბათ-კვირას?


რომელ მატჩებს ვუყუროთ ამ შაბათ-კვირას?

ჩემპიონთა ლიგაზე მეოთხედფინალური ეტაპის დასრულების შემდეგ ევროპის წამყვან საფეხბურთო ქვეყნებში დიდი უქმეები გველის.

ამ შაბათ-კვირას არაერთი უაღრესად საინტერესო და მიმზიდველი თამაში გაიმართება, რომლებიც უბრალოდ არ უნდა გამოტოვოთ.

ბარსელონა - ვალენსია

დაწყების დრო: 14 აპრილი, 18:15 საათი
სტადიონი: "კამპ ნოუ", ბარსელონა
მთავარი მსაჯი: კარლოს დელ ჩერო

კატალონიის "ბარსელონას" სამშაბათს კოშმარული საღამო ჰქონდა - შინ 4:1 გამარჯვების შემდეგ ერნესტო ვალვერდეს გუნდი "სტადიო ოლიმპიკოზე" 0:3 დამარცხდა და ჩემპიონთა ლიგის გათამაშებას 1/4 ფინალური სტადიიდან გამოეთიშა.

დღეს კი "ბლაუგრანა" ხასიათის გამოსწორებას და საჩემპიონო ტიტულისკენ მორიგი ნაბიჯის გადადგმას ეცდება. კატალონიელებს კომფორტული უპირატესობა აქვთ, მაგრამ მეტოქე მძიმეა და თანაც "ბარსას" საკუთარი ქომაგების თვალწინ რეაბილიტაცია მართებს.

"ვალენსიამ" კი ფანტასტიკური ფორმა აკრიფა და მარსელინიო ტორალის გუნდი "კამპ ნოუზე" კარგი თამაშის ჩვენებას ეცდება. "ღამურები" შესანიშნავად გამოიყურებიან, ამიტომ "ბარსელონას" იოლიდ არაფერს დაუთმობენ.

სავარაუდო შემადგენლობები

ბარსელონა: ტერ შტეგენი; რობერტო, პიკე, უმტიტი, ალბა; კოუტინიო, ბუსკეტსი, რაკიტიჩი, ინიესტა; მესი, სუარესი.
მატჩს გამოტოვებენ: სერხი სამპერი.

ვალენსია: ნეტო; ვეზო, გარაი, გაბრიელი, გაია; სოლერი, კონდოგბია, პარეხო, გედეში; ძაძა, როდრიგო.
მატჩს გამოტოვებენ: ხიმენესი, კოკლენი.

მთავარი ფაქტები

"ბარსელონამ" ესპანეთის ჩემპიონატში ბოლო 27 საშინაო თამაშიდან 25 მოიგო და ამ 25 შეხვედრაში მინიმუმ 2 ბურთის გატანა მოახერხა.

"ვალენსიას" ლა ლიგაში 5 მატჩიანი გამარჯვებების სერია აქვს და "ღამურები" ესპანეთში ყველაზე კარგ ფორმაში არიან. ამ პერიოდში გუნდმა 9 გოლი გაიტანა და მხოლოდ 1 გაუშვა.

ბოლო 4 სეზონში "ვალენსიამ" კატალონიური გრანდი "კამპ ნოუზე" ორჯერ დაამარცხა - 2013/14 (3:2) და 2015/16 (2:1) წლების სეზონში.

ამ გუნდების შარშანდელი დაპირისპირება "კამპ ნოუზე"


ტოტენჰემი - მანჩესტერ სიტი

თარიღი: 14 აპრილი, 22:45 საათი
სტადიონი: "უემბლი", ლონდონი
მთავარი მსაჯი: ჯონათან მოსი

ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნის შემდეგ ლონდონის "ტოტენჰემმა" ზედიზედ 4 თამაში მოიგო, მათ შორის 3 ინგლისის პრემიერ ლიგაში და ახლა წარმატებული სერიის გაგრძელებას ეცდება.

"მანჩესტერ სიტის" კი სეზონის ყველაზე მძიმე პერიოდი აქვს - ზედიზედ სამი მნიშვნელოვანი მატჩი და ზედიზედ სამი მარცხი - ორი "ლივერპულთან" ჩემპიონთა ლიგაზე და პლიუს მანჩესტერული დერბი, რომელსაც "ქალაქელები" 2:0 იგებდნენ, მაგრამ 2:3 წააგეს და ტიტული ვერ გაიფორმეს.

პეპ გვარდიოლას გუნდი სიტუაციის გამოსწორებასა და პრემიერ ლიგის რაც შეიძლება სწრაფად მოგებას ეცდება, ხოლო "დეზები" ამაში ხელს შეუშლიან. "ტოტენჰემმა" ახლახანს "ჩელსი" უმნიშვნელოვანეს დერბიში 3:1 დაამარცხა და ეცდება, მორიგი დიდი მატჩი დაასრულოს წარმატებით.

სავარაუდო შემადგენლობები

ტოტენჰემი: ლორისი; ორიე, სანჩესი, ვერტონგენი, ბენ დევისი; დაიერი, დემბელე; ერიკსენი, ალი, სონი; კეინი.
მატჩს გამოტოვებენ: უოლკერ-პიტერსი, როუზი, ვინკსი.

მანჩესტერ სიტი: ედერსონი; უოლკერი, კომპანი, ოტამენდი, დელფი; დე ბრუინი, გიუნდოგანი, დავიდ სილვა; ბერნარდუ სილვა, ჟეზუსი, სანე.
მატჩს გამოტოვებენ: აგუერო, ფერნანდინიო.

მთავარი ფაქტები

"ტოტენჰემს" პრემიერ ლიგაში ზედიზედ 14 თამაში არ წაუგია (11 მოგება, 3 ფრე). ამაზე გრძელია დაუმარცხებელი სერია "დეზებს" ბოლოს 1967 წლის იანვარი-აგვისტოს პერიოდში ჰქონდათ (20 მატჩი წაუგებლად).

"მანჩესტერ სიტის" "ტოტენჰემის" წინააღმდეგ ბოლო 5 მატჩიდან პრემიერ ლიგაში მხოლოდ 1 აქვს მოგებული (1 ფრე, 3 წაგება). ეს ამ სეზონში "ეტიჰადზე" მოხდა.

ეს პრემიერ ლიგის ისტორიაში მხოლოდ მე-3 მატჩია, რომელიც შაბათ საღამოს 22:45 საათზე დაიწყება. აქამდე ამ დროს "საუთჰემპტონი" 4-0 "არსენალის" (26/12/2015) და "ლესტერი" 2-2 "მანჩესტერ იუნაიტედის" (23/12/2017) შეხვედრები დაიწყო.

ამ გუნდების პირველი წრის დაპირისპირება "ეტიჰადზე"


მილანი - ნაპოლი

თარიღი: 15 აპრილი, 17:00 საათი
სტადიონი: "სან სირო", მილანი
მთავარი მსაჯი: ლუკა ბანტი

წარმატებული სერიის შემდეგ "მილანმა" იტალიის ჩემპიონატში ბოლო 3 თამაშში მხოლოდ 2 ქულა მოიპოვა და ჩემპიონთა ლიგის ზონას უკვე 8 ქულით ჩამორჩა. ოთხეულისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება, მაგრამ ჯენარო გატუზოს გუნდს დღეს აუცილებლად 3 ქულა სჭირდება, რათა ამ ბრძოლაში დარჩეს.

"ნაპოლისაც" არ აქვს შეცდომის უფლება - ნეაპოლური კლუბი ტურინის "იუვენტუსს" 4 ქულით ჩამორჩება და ყველა მატჩი მოსაგები აქვს. წინა ტურში "ცისფრებმა" "კიევოსთან" ბოლო წუთებზე ფანტასტიკური ქამბექი შეასრულოს და სკუდეტოსთვის ბრძოლაში დარჩნენ.

მაურიციო სარის გუნდს დღეს ურთულესი გასვლა ელის და მაყურებელმა კარგი სანახაობა უნდა ნახოს. ორივე გუნდი შემტევ და კარგ ფეხბურთს თამაშობს.

სავარაუდო შემადგენლობები

მილანი: დონარუმა; კალაბრია, მუსაჩო, საპატა, როდრიგესი; ბონავენტურა, ბილია, კესიე; სუსო, კუტრონე, ჩალჰანოღლუ.
მატჩს გამოტოვებენ: ბონუჩი, კონტი, რომანიოლი.

ნაპოლი: რეინა; მაჯო, ალბიოლი, კულიბალი, ჰუსაი; ალანი, ჟორჟინიო, ჰამშიკი; კალეხონი, მერტენსი, ინსინიე.
მატჩს გამოტოვებენ: რუი, გულამი.

მთავარი ფაქტები

"როსონერის" იტალიის ჩემპიონატში საკუთარ მოედანზე 6 მატჩიანი დაუმარცხებელი სერია აქვს (4 მოგება, 2 ფრე), რაც ამ სეზონში საუკეთსო საშინაო სერიაა.

თავისმხრივ, "ნაპოლის" იტალიის სერია ა-ში გასვლაზე უკვე 38 თამაშია არ წაუგია (33 მოგება, 5 ფრე).

ნეაპოლურ კლუბს "მილანთან" იტალიის ჩემპიონატში 6 მატჩიანი წაუგებელი სერია (5 მოგება, 1 ფრე) აქვს და ამ გუნდების ბოლო 3 შეხვედრაში ორივე ტაიმის მოგება მოახერხა.

"მილანის" ბოლო გამარჯვება "ნაპოლისთან" - 2014/15 წლების სეზონი (2:0)


შალკე - დორტმუნდის ბორუსია

თარიღი: 15 აპრილი, 17:30 საათი
სტადიონი: "ველტინს არენა", გელზენკირხენი
მთავარი მსაჯი: მანუელ გრეფე

გერმანიის ეროვნული ჩემპიონატის 30-ე ტურში ბრწყინვალე რურის დერბი გაიმართება. გარდა იმისა, რომ ეს ძალიან პრინციპული და მნიშვნელოვანი დაპირისპირებაა, ამჯერად უდიდესი სატურნირო მნიშვნელობაც აქვს.

"შალკე" ეროვნული ჩემპიონატის მეორეადგილოსანია და "ბორუსიას", რომელიც ერთი პოზიცით ქვევითაა, მხოლოდ 1 ქულით უსწრებს. შესაძლოა, ამ მატჩმა ქვეყნის ვიცე-ჩემპიონის ბედი გადაწყვიტოს, რაც "ბაიერნის" დომინაციის პირობებში არც თუ ისე ცუდი მიღწევაა.

გელზენკირხენელებმა წარმატებული გამარჯვებათა სერია წინა ტურში "ჰამბურგთან" (2:3) სენსაციურად შეწყვიტეს, ხოლო "ბორუსიამ" "შტუტგარტი" შინ 3:0 მარტივად დაამარცხა.

სავარაუდო შემადგენლობები

შალკე: ფიარმანი; კალიჯური, სტამბული, ნალდო, კერერი, ოშიპკა; ბენთალები, მაიერი; ჰარიტი, ბურგშტალერი; გორეცკა.
მატჩს გამოტოვებენ: ნასტასიჩი.

დორტმუნდის ბორუსია: ბიურკი; პიშჩეკი, სოკრატისი, თოფრაქი, შმელცერი; შაჰინი, დაუდი; პულიშიჩი, როისი, ფილიპი; ბატშუაი.
მატჩს გამოტოვებენ: დურმი, ზაგადუ, გერეირო, როდე, კაგავა.

მთავარი ფაქტები

ბოლო 4 რურის დერბი ფრედ დასრულდა, მათ შორის ბოლო მიმდინარე სეზონის პირველ წრეში ფრედ 4:4 და "შალკემ" მეორე ტაიმში 4 ბურთიანი ჩამორჩენა აღმოფქვრა.

გელზენკირხენულ კლუბს ბუნდესლიგაში 33 გოლი აქვს გაშვებული, რაც მიუნხენის "ბაიერნის" (21) შემდეგ საუკეთესო შედეგია. "ჰამბურგთან" მატჩამდე დომენიკო ტედესკოს გუნდს ზედიზედ 5 შეხვედრაში არ ჰქონდა გაშვებული.

მარკო როისს 12 რურის დერბი აქვს ჩატარებული, რომლებშიც 6 ბურთის გატანა მოახერხა.

ამ გუნდების პირველი წრის გიჟური მატჩი - დორტმუნდი 4:4 შალკე


ლაციო - რომა

თარიღი: 15 აპრილი, 22:45 საათი
სტადიონი: "სტადიო ოლიმპიკო", რომი
მთავარი მსაჯი: პაოლო მაცოლენი

ამ უქმეების მთავარი მატჩი კი "სტადიო ოლიმპიკოზე" გაიმართება - რომაული დერბი, რომელსაც უდიდესი მნიშვნელობა აქვს. რომაული გუნდები სატურნირო ცხრილში მეზობლები ("რომა" - 3; "ლაციო" - 4) არიან და თანაბარი 60-60 ქულა აქვთ.

"ლაციო" ევროპა ლიგიდან დრამატულ ბრძოლაში გამოვარდა, ხოლო "რომამ" კატალონიის "ბარსელონასთან" ისტორიული ქამბექით საპირისპირო ემოციები განიცადა.

რომაული დერბი ყოველთვის ძალიან ცხელია ხოლმე, მაგრამ ამჯერად დედაქალაქურ პაექრობას ინტრიგაც აქვს - ორივე გუნდი ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძვის და ამ ეტაპზე ორივე ოთხეულია.

სავარაუდო შემადგენლობები

ლაციო: სტრაკოშა; მარუშიჩი, ფელიპე, დე ვრეი, რადუ, ლულიჩი; პაროლო, ლეივა; ლუის ალბერტო, იმობილე, მილინკოვიჩ-სავიჩი.
მატჩს გამოტოვებენ: -

რომა: ალისონი; ფლორენცი, მანოლასი, ფასიო, კოლაროვი; სტროტმანი, დე როსი, ნაინგოლანი; უნდერი, ჯეკო, ელ შაარავი.
მატჩს გამოტოვებენ: კარსდორპი.

მთავარი ფაქტები

"რომამ" იტალიის ჩემპიონატში "სტადიო ოლიმპიკოზე" ბოლო 7 მატჩიდან მხოლოდ 2 მოიგო (1 ფრე, 4 წაგება). თუმცა "მგლები" დღეს სტუმრის რანგში იქნებიან და გასვლაზე 7 მატჩიანი წაუგებელი სერია (4 მოგება, 3 ფრე) აქვთ.

ბოლო 10 რომაული დერბიდან იტალიის ეროვნულ ჩემპიონატში "ლაციომ" მხოლოდ 1 გამარჯვება მოიპოვა (3 ფრე, 6 წაგება).

მასპინძლის რანგში "ლაციოს" ზედიზედ 3 დედაქალაქური დერბი აქვს წაგებული.

რომაული დერბის კლასიკიდან - ლაციო 3:2 რომა, 2012 წელი

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

სულაქველიძე მარადონაზე: "მისი აყვანა რომ დამავალეს, მეგონა ნაკრებიდან მიშვებდნენ" [VIDEO]

ვეტერანი მცველი თენგიზ სულაქველიძე იხსენებს, თუ როგორ დაავალეს მას მარადონას აყვანა.

დღეს, 22:43

"პსჟ და სიტი ხელფასებს ნავთობიდან და გაზიდან მიღებული თანხით იხდიან", - ლა ლიგის პრეზიდენტი

ხავიერ ტებასმა მსოფლიო ფეხბურთზე "პსჟ"-სა და "მანჩესტერ სიტის" გავლენაზე ისაუბრა.

დღეს, 22:39

3-42-ზე - საქართველოს ქალთა ნაკრები მალტასთანაც განადგურდა

დღეს გაიმართა ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩი ქალთა შორის, სადაც საქართველოს ნაკრებმა მალტას უმასპინძლა.

დღეს, 22:36

"მესის დაველაპარაკებით, მაგრამ ეკონომიკას არ დავაიგნორებთ", - ბარსას პრეზიდენტობის კანდიდატი

"ბარსელონას" ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტმა, ემილი რუსომ ლეო მესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 22:29

"რონალდუ და მესი ვერც კი იოცნებებენ იმ პატივისცემაზე, რომელსაც მარადონა იღებდა"

არგენტინის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა, ოსვალდო არდილესმა საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:21

"შემრცხვა და ბოდიში მოვუხადე", - მალდინი მარადონაზე უცნობ ისტორიას იხსენებს

"მილანის" ყოფილმა კაპიტანმა, პაოლო მალდინიმ საკმაოდ საინტერესო განცხადება გააკეთა.

დღეს, 22:04

ისტორიული ფოტო: მარადონას გარდაცვალებამ მოსისხლე მტრების გულშემატკივრებიც გააერთიანა

"ბოკასა" და "რივერის" გულშემატკივრები ერთად განიცდიდნენ დიეგო მარადონას გარდაცვალებას.

დღეს, 21:51

VIDEO: არგენტინის პრეზიდენტი დიეგო მარადონას დაემშვიდობა

არგენტინის პრეზიდენტი, ალბერტო ფერნანდესი დიეგო მარადონას გამოსამშვიდობებელ ცერემონიას ეწვია.

დღეს, 21:42

ლამი: "გუშინ ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი წავიდა"

"ბაიერნისა" და გერმანიის ნაკრების ექს-მცველი, ფილიპ ლამი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დღეს, 21:26

მარადონას ადვოკატი და მეგობარი: "სასწრაფო დახმარება საათნახევარი მოდიოდა"

დიეგო მარადონას ადვოკატმა და მეგობარმა, მატიას მორლამ სკანდალური განცხადება გააკეთა.

დღეს, 21:19

MARCA: რეალი ბრუნოს ტრანსფერზე ზამთარში ერთ შემთხვევაში ამუშავდება

"მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველი, ბრუნო ფერნანდეში შეიძლება "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 21:07

ზიდანი: "1986 წლის მუნდიალის გამო, მარადონა სამუდამოდ დამამახსოვრდა"

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:47

კლოპი: "მარადონა ყოველთვის ჩემი ცხოვრების ნაწილი იყო"

"ლივერპულის" მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

დღეს, 20:40

"ჩემი მეგობარი, ჩემი კუმირი... ჩემი საყვარელი ათიანი", - რონალდინიო მარადონას დაემშვიდობა

ბრაზილიის ნაკრების ექს-თავდამსხმელმა დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადება გააკეთა.

დღეს, 20:36

"არასოდეს დაგივიწყებთ", - აგუეროს კომენტარი მარადონას გარდაცვალებაზე

"მანჩესტერ სიტის" თავდამსხმელი, სერხიო აგუერო დიეგო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება.

დღეს, 20:28

სიმეონე: "როცა გირეკავენ და ამას გეუბნებიან, ფიქრობ: "არა, დიეგო ვერ მოკვდებოდა"

"ატლეტიკოს" მწვრთნელი, დიეგო სიმეონე დიეგო მარადონას გარდაცვალებაზე განცხადებას აკეთებს.

დღეს, 20:21

ბათუმის პირველი მარცხი ახალ სტადიონზე: ლოკომოტივი ლიდერებს შეუერთდა

ეროვნული ლიგის მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის შედგა.

დღეს, 20:17

"დარწმუნებული ვარ, კონტრაქტს გაახანგრძლივებს", - ზიდანმა თავისი შეგირდი შეაქო

"რეალის" მწვრთნელმა, ზინედინ ზიდანმა ნახევარმცველ ლუკას ვასკესის მომავალზე ისაუბრა.

დღეს, 19:56

კლოპმა დაასახელა ორი ფეხბურთელი, რომელიც ზამთარში ლივერპულს დატოვებს

"ლივერპულის" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა გუნდიდან ორი ფეხბურთელის წასვლა დაანონსა.

დღეს, 19:50

"ნოიერი კარიერის საუკეთესო ფორმაშია", - ფლიკმა საქებარი სიტყვები არ დაიშურა

"ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ჰანს ფლიკმა გოლკიპერ მანუელ ნოიერის შესახებ ისაუბრა.

დღეს, 19:45

"ჯანდაბა, მეგობარო, მენატრები", - მოურინიო მარადონას გარდაცვალებას ეხმაურება

"ტოტენჰემის" მწვრთნელმა, ჟოზე მოურინიომ დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

დღეს, 19:34

მარადონასთან გამოსამშვიდობებელ ცერემონიას მილიონამდე ადამიანი დაესწრება

არგენტინელ ფეხბურთელ დიეგო მარადონასთან დამშვიდობების ცერემონია "კასა როსადაში" ჩაივლის.

დღეს, 19:28

ფანცულაიას ულამაზესმა გოლმა ტორპედოს ვერ უშველა, დინამო კვლავ ლიდერია [VIDEO]

ეროვნულ ლიგაში გაიმართა მე-14 ტურის გამოტოვებული შეხვედრა "დინამო ბათუმსა" და "ლოკომოტივს" შორის.

დღეს, 19:26

ბექჰემმა გაიხსენა მღელვარება, რომელიც მარადონასთან შეხვედრისას განიცადა

ინგლისის ნაკრების ექს-ფეხბურთელი, დევიდ ბექჰემი დიეგო მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა.

დღეს, 19:21

"ის არ მომკვდარა", - იბრაჰიმოვიჩი მარადონას გარდაცვალებას გამოეხმაურა

"მილანის" ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა დიეგო მარადონას გარდაცვალების გამო სამძიმარი გამოთქვა.

დღეს, 19:14

ცნობილი გახდა, თუ რა სიტყვები წარმოთქვა მარადონამ სიკვდილის წინ

არგენტინის ნაკრების ლეგენდამ, დიეგო მარადონამ სიკვდილის წინ რამდენიმე სიტყვა წარმოთქვა.

დღეს, 19:08

მარადონას შვილმა მამის გარდაცვალების შესახებ რეანიმაციაში შეიტყო

დიეგო მარადონა-უმცროსმა, დიეგო მარადონას შვილმა, კორონავირუსი გადაიტანა და ამჟამად რეანიმაციაშია.

დღეს, 18:51

არგენტინულმა პრესამ მარადონას გარდაცვალების დეტალები გაახმაურა

მოგეხსენებათ, ლეგენდარული არგენტინელი ფეხბურთელი, დიეგო მარადონა გუშინ გარდაიცვალა.

დღეს, 18:35

რეალმა თვალი ლუკაკუს დაადგა და იანვრისთვის კონკრეტული თანხაც გაამზადა

"ინტერის" ბელგიელი თავდამსხმელი, რომელუ ლუკაკუ შესაძლოა "რეალის" ფეხბურთელი გახდეს.

დღეს, 18:28

ნოიერმა და კიმიხმა რონალდუს უნიკალური მიღწევა დაჩრდილეს

მიუნხენის "ბაიერნის" კაპიტანმა, მანუელ ნოიერმა თავისი გუნდის შემადგენლობაში ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ მე-15 მოგება მოიპოვა.

დღეს, 16:53
i

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10