VIDEO: იუნაიტედი სენსაციურად დამარცხდა და სიტი გააჩემპიონა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

VIDEO: იუნაიტედი სენსაციურად დამარცხდა და სიტი გააჩემპიონა



ინგლისის პრემიერ ლიგაში ჩემპიონის ვინაობა ოფიციალურად გაირკვა - პეპ გვარდიოლას "მანჩესტერ სიტიმ" ტიტული 34-ე ტურში გაიფორმა.

"სიტიმ" თავისი მატჩი სტუმრად "ტოტენჰემთან" გუშინ მოიგო (3:1), დღეს კი "ქალაქელების" მთავარი მდევარი "მანჩესტერ იუნაიტედი" შინ ბოლოადგილოსან "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა და "სიტი" გააჩემპიონა.

"ოლდ ტრაფორდზე" ერთადერთი გოლი ჯეი როდრიგესმა გაიტანა და საკუთარი გუნდი ეროვნული ჩემპიონატიდან გავარდნას დროებით გადაარჩინა.

ჟოზე მოურინიოს გუნდი "სიტის" 16 ქულით ჩამორჩა, დარჩენილი კი 5 თამაშია, ამიტომ "წითლებს" თეორიული შანსებიც აღარ დარჩათ.

VIDEO: იუნაიტედი სენსაციურად დამარცხდა და სიტი გააჩემპიონა

მანჩესტერ იუნაიტედი 0:1 ვესტ ბრომვიჩი

გოლი: 0:1 - როდრიგესი (73').

მანჩესტერ იუნაიტედი: დე ხეა; ვალენსია, სმოლინგი, ლინდელიოფი, იანგი; ერერა, მატიჩი, პოგბა; მატა, ლუკაკუ, სანჩესი.

ცვლილება: ლინგარდი, მარსიალი, რეშფორდი.

ვესტ ბრომვიჩი: ფოსტერი; ნიომი, ჰეგაზი, დოუსონი, გიბსი; ფილიპსი, ლივერმორი, ბრანტი, მაკლინი; რონდონი, როდრიგესი.

ცვლილება: კრიხოვიაკი, სტარიჯი, იაკობი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები