პსჟ-მ მონაკო 7:1 გაანადგურა და ჩემპიონი გახდა [VIDEO] » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პსჟ-მ მონაკო 7:1 გაანადგურა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]



ლიგა 1-ის მატჩში "პარი სენ ჟერმენმა" მე-2 ადგილოსანი "მონაკო" მიიღო და მეტოქე 7:1 გაანადგურა.

მოპოვებული 3 ქულის შემდეგ, უნაი ემერის გუნდმა ოფიციალურად გაინაღდა ჩემპიონობა.

მე-14 წუთზე ანგარიში დე ცელსომ გახსნა, რასაც მე-17 წუთზე კავანის გოლი მოჰყვა. ზუსტად 3 წუთში დი მარიამაც გაიტანა.

28-ე წუთზე დე ცელსომ დუბლი გაიფორმა.

ტაიმის მიწურულს "მონაკოს" მხრიდან ერთი ბურთი ლოპესმა გაქვითა.

58-ე წუთზე ანხელ დი მარიამ დუბლი გაიფორმა. 76-ე წუთზე რადამელ ფალკაომ შეძლო გატანა, ოღონდ თავის კარში.

საბოლოო წერტილი 86-ე წუთზე დრაქსლერმა დასვა.

პსჟ-მ მონაკო 7:1 გაანადგურა და ჩემპიონი გახდა [VIDEO]

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები