100 მოგება 2 წელში - ზიდანის სტატისტიკა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

100 მოგება 2 წელში - ზიდანის სტატისტიკა


100 მოგება 2 წელში - ზიდანის სტატისტიკა

მადრიდის "რეალმა" ლა ლიგის მატჩში "მალაგა" 2:1 დაამარცხა.

"სამეფო კლუბის" მთავარი მწვრთნელის რანგში, ეს ზინედინ ზიდანისთვის ყველა ტურნირზე ერთად მე-100 მოგება იყო.

ლა ლიგაში, ფრანგმა 89 შეხვედრა ჩაატარა, საიდანაც 66 მოიგო, 15 ფრედ დაასრულა და 8 წააგო.

ჩემპიონთა ლიგაზე, მისი მისვლის შემდეგ "რეალმა" 30 შეხვედრა ჩაატარა, 20 მოიგო, 6 ფრედ დაასრულა და 4 წააგო.

მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე ზიდანმა ოთხიდან ოთხივე შეხვედრა მოიგო და ტურნირს ორჯერ დაეუფლა.

ასევე, ევროპის სუპერთასზეც მან ორიდან ორივე შეხვედრა მოიგო. რაც შეეხება ესპანეთის სუპერთასს, აქაც იგივე შედეგია - ორიდან ორივე მოგება (ორივე ბარსელონასთან).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები