ვიდალმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა რეალთან ვერ ითამაშოს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ვიდალმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა რეალთან ვერ ითამაშოს


ვიდალმა ტრავმა მიიღო და შესაძლოა რეალთან ვერ ითამაშოს

მიუნხენის "ბაიერნის" ნახევარმცველმა არტურო ვიდალმა ტრავმა მიიღო.

ჩილელმა ფეხბურთელმა ვარჯიშზე მუხლი დაიზიანა და კადრებში გამოჩნდა, რომ ის მოედნიდან ფრენკ რიბერის და ტონი ტაპალოვის გაჰყავდათ.

ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რამდენად სერიოზულია მისი ტრავმა, თუმცა სურათებზე ჩანს, რომ ვიდალს საკუთარი ფეხით გადაადგილებაც არ შეეძლო.

ჩემპიონთა ლიგის შეხვედრაში, შემდეგ კვირას, "ბაიერნს" ურთულესი მატჩი ელის, სადაც "ალიანს არენაზე" "რეალს" მასპინძლობს (ოთხშაბათი, 25 აპრილი).

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები