ზიდანი: "თქვენ ფიქრობთ, რომ ისკო ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ზიდანი: "თქვენ ფიქრობთ, რომ ისკო ჩემთვის მნიშვნელოვანი არ არის"


ზიდანი:

ლა ლიგის მატჩში "მალაგა" "რეალთან" 2:1 დამარცხდა, სადაც ისკომ ყოფილ გუნდს გაუტანა.

შეხვედრის შემდეგ, ზინედინ ზიდანმა ესპანელ ნახევარმცველზე ისაუბრა, რომლის გამოც მას აკრიტიკებდნენ, რადგან ცოტა სათამაშო დროს უთმობდა.

"მოხარული ვარ ისკოს გატანილი გოლით, ის "რეალისთვის" მნიშვნელოვანი ფეხბურთელია.

სათამაშო დრო? ვფიქრობ, რომ წელს მას საკმარისი დრო ეთმობა.

როგორც ვთქვი, ისკო "რეალისთვის" მნიშვნელოვანია, თუმცა ზოგჯერ თქვენ ფიქრობთ, რომ ჩემთვის ის მნიშვნელოვანი არ არის", - განაცხადა ზიდანმა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები