ნეიმარი: "ერთ-ერთი მატჩის დროს კინაღამ ვიტირე ამ დროს კი ჩემთან მესი მოვიდა" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ნეიმარი: "ერთ-ერთი მატჩის დროს კინაღამ ვიტირე ამ დროს კი ჩემთან მესი მოვიდა"


ნეიმარი:

ბრაზილიელი ფეხბურთელი ნეიმარი იმ პერიოდს იხსენებს, როდესაც "ბარსელონაში" გადავიდა და ადაპტაციას გადიოდა.

ერთ-ერთი შეხვედრის დროს მას საქმეები კარგად არ მისდიოდა, რის შემდეგაც მასთან მესი მივიდა და დამაჯერებლობა შემატა.

"მესიმ დამინახა, რომ ცუდად ჩატარებული პირველი ტაიმის შემდეგ, გასახდელში კინაღამ ტირილი დავიწყე და მაშინვე ჩემთან მოვიდა.

მისი პირველი რჩევა იყო, რომ მოედანზე დაძაბული არ ვყოფილიყავი და ჩემი თამაში მეთამაშა.

ცხადია, რომ მესის სიტყვებმა დიდი დამაჯერებლობა შემმატა და უზომოდ ბედნიერი ვიყავი. აქედან დაიწყო ჩვენი მეგობრობა", - ამბობს ნეიმარი.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები