გვარდიოლა ტიტულის მოგების შემდეგ: "ეს რომ მოხდებოდა, უკვე სექტემბერში ვიცოდი" » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

გვარდიოლა ტიტულის მოგების შემდეგ: "ეს რომ მოხდებოდა, უკვე სექტემბერში ვიცოდი"


გვარდიოლა ტიტულის მოგების შემდეგ:

გუშინ, "მანჩესტერ იუნაიტედი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა და ავტომატურად, "მანჩესტერ სიტი" ინგლისის ჩემპიონი გახდა.

ჩემპიონობის შემდეგ, "მანჩესტერ სიტის" ესპანელმა თავკაცმა პეპ გვარდიოლამ კომენტარი გააკეთა.

"სექტემბერში, როცა მოქმედი ჩემპიონი ჩელსი დავამარცხეთ, უკვე ვიცოდი, რომ პრემიერ ლიგის ტიტული მოგებული გვქონდა, რადგან ვხედავდი, რომ ჩემი ფეხბურთელები მოტივირებულები იყვნენ და თავიანთ თავში რწმენა ჰქონდათ.

მანჩესტერ სიტი კარგ გზას ადგას და ჯერ კიდევ შენების პროცესშია. ჩვენ არ ვართ არსენალი, იუნაიტედი ან ლივერპული, რომელთაც უდიდესი ისტორია აქვთ", - აცხადებს გვარდიოლა.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები