ბუფონის ახალი კლუბი ცნობილია? - ჯიჯი კარიერის დასრულებას არ აპირებს » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

ბუფონის ახალი კლუბი ცნობილია? - ჯიჯი კარიერის დასრულებას არ აპირებს


ბუფონის ახალი კლუბი ცნობილია? - ჯიჯი კარიერის დასრულებას არ აპირებს

ტურინის "იუვენტუსის" ლეგენდარულ მეკარეზე, ჯიჯი ბუფონზე, იტალიური პრესა საინტერესო ინფორმაციას ავრცელებს.

ცნობილია, რომ ბუფონის შეძენით აქტიურადაა დაინტერესებული არგენტინული "ბოკა." სამხრეთ ამერიკელები 40 წლის კიპერის ყიდვას ამ სეზონის დასრულების შემდეგ შეეცდებიან.

ტრანსფერში აქტიურადაა ჩართული კარლოს ტევესიც, რომელიც ახლა "ბოკას" მოთამაშეა, რამდენიმე წელი კი ბუფონთან ერთად "იუვენტუსში" თამაშობდა.

ჯერჯერობით, ბუფონი ამაზე კომენტარს არ აკეთებს. მოგეხსენებათ, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალიდან მადრიდის "რეალმა" გამოაგდო და დიდი ალბათობით, "იუვენტუსს" დატოვებს.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები