პეპ გვარდიოლა პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

პეპ გვარდიოლა პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა


პეპ გვარდიოლა პრემიერ ლიგის ისტორიაში შევიდა

შეგახსენებთ, "მანჩესტერ იუნაიტედი" გუშინ "ოლდ ტრაფორდზე" "ვესტ ბრომვიჩთან" (0:1) დამარცხდა, რითაც "მანჩესტერ სიტის" დროზე ადრე გაუნაღდა პრემიერ ლიგაში ჩემპიონობა.

ასე და ამგვარად, "ქალაქელთა" მთავარი მწვრთნელი, პეპ გვარდიოლა ინგლისის ჩემპიონატის ისტორიაში პირველი ესპანელი მწვრთნელი გახდა, რომელმაც თავისი გუნდი ჩემპიონი გახდა. ამასთანავე, ამ წელს ხოსეპმა "სიტისთან" ერთად ინგლისის თასიც მოიგო.

33 ტურის შემდეგ, პრემიერ ლიგის მიმდინარე გათამაშების დასრულებამდე ხუთი ტურით ადრე, "მანჩესტერ სიტი" სატურნირო ცხრილს 87 ქულთ ლიდერობს. მეორე პოზიციაზე მყოფი "მანჩესტერ იუნაიტედის" აქტივში 71 ქულაა.

მოგეხსენებათ, 47 წლის გვარდიოლა "ქალაქელებს" სათავეში 2016 წლიდან უდგას.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები