დანი ალვეში ისტორიაში შევიდა - ყველაზე მეტი ტიტული! » GOAL.GE - ფეხბურთი | fexburti

Goal.Ge

დანი ალვეში ისტორიაში შევიდა - ყველაზე მეტი ტიტული!


დანი ალვეში ისტორიაში შევიდა - ყველაზე მეტი ტიტული!

გუშინ, საფრანგეთის ჩემპიონატის ტურის ცენტრალური მატჩში "პსჟ"-მ "მონაკო" ძალიან მარტივად დაამარცხა და ჩემპიონი ოფიციალურად გახდა.

ამ ჩემპიონობაში თავისი წვლილი დანი ალვეშმაც შეიტანა. ბრაზილიელ მცველს პარიზულ გუნდში ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა.

თავის კარიერაში ალვეშმა თავისი 36-ე ტიტული მოიგო და ამ მაჩვენებლით მან რაიან გიგსს გადაასწრო.

აქამდე, გიგსსაც და ალვეშსაც 35-35 ტიტული ჰქონდათ. მათ შემდეგ კი 33 მოგებული ტიტულით ზლატან იბრაჰიმოვიჩი მოდის.

ფეხბურთის ანგარიშები იხილეთ აქ - LIVESCORE

ყველა სიახლე

კვირის ტოპ 10

ცხრილები